ყაზახები იმედოვნებენ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" გამოცდილებითა და კომბინაციური თამაშით დაჯაბნიან
უეფას ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ყაზახეთის ოთხგზის ჩემპიონი "აქტობე" 4 ივლისს ჩარტერული რეისით ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა და 54-კაციანი დელეგაციით ქუთაისისკენ აიღო გეზი, სადაც სასტუმრო "იმერში" დაბანაკდა.

ყაზახებს საქართველოში 5 ჟურნალისტი და ორი ფოტორეპორტიორი ჩამოჰყვათ. სტუმრებს ქუთაისის სტადიონი და გრილი ამინდი მოეწონათ.

როგორც "აქტობეს" პრესატაშე მარატ ჯუმბაევმა გვითხრა, 5 ივლისს მატჩზე დასასწრებად თბილისიდან ქუთაისში დაახლოებით 50 ყაზახი გულშემატკივარიც ჩავა.

სტუმრების პრესკონფერენცია 19:30 წუთზე დაიწყო. "აქტობეს" რუსი მწვრთნელი ვლადიმირ მუხანოვი ჟურნალისტების წინაშე გუნდის კაპიტან სმაკოვთან ერთად წარსდგა.

პრესკონფერენცია მარატ ჯუმბაევმა გახსნა, რომელმაც ქართულად საღამო მშვიდობისა გვისურვა და "აქტობეს" წარმატებები გაიხსენა - "აქტობე" ყახაზეთის ოთხგზის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელია. რეგულარულად ვთამაშობთ ევროტურნირებზეო...

ამის შემდეგ პრესკონფერენცია მუხანოვთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

- როგორ მზადყოფნაში ხვდება ევროთასებს "აქტობე"?

- ევროპალიგაზე თამაში ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ. ევროტურნირები ჩვენი გუნდისთვის ერთგვარი საზომიცაა, ვნახავთ, თუ რისი ძალა შეგვწევს ამ ეტაპზე და როგორ ვართ მომზადებულნი უცხოურ კლუბებთან შეხვედრებისთვის.

- "ტორპედოზე" რას იტყვით, რამდენად გყავთ შესწავლილი მომავალი მეტოქე?

- რომ გითხრათ, "ტორპედო" თავიდან ბოლომდე შესწავლილი და გაშიფრული გვყავს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ქუთაისური გუნდის შესახებ ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან მოვიძიეთ და გარკვეული აზრიც ჩამოგვიყალიბდა. რაც ყველაზე საყურადღებოა, "ტორპედო" საკმაოდ ორგანიზებული და დისციპლინირებული გუნდია. მისი მთავარი ძალაც გუნდურ თამაშშია.

- ქართული კლუბები, ტრადიციულად, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. რას დაუპირისპირებთ მეტოქეს?

- ამას მატჩის მიმდინარეობა გვიჩვენებს. ვამუშავებთ რამდენიმე ტაქტიკურ ვარიანტს და თამაში გვიკარნახებს, თუ რა ხერხს მივმართოთ მეტოქის წინააღმდეგ.

უნდა შევეცადოთ, რომ მასპინძლებს საკუთარი პლუსები არ გამოვაყენებინოთ და თამაში ჩვენი კარნახით წარვმართოთ. ასევე, ვეცდებით ჩვენს სტილს - კომბინაციურ და გუნდურ თამაშს არ ვუღალატოთ. სერიოზული მეტოქე გვყავს და რთული ბრძოლა გველის.

- სიდელნიკოვი და პრიმუსი დისკვალიფიცირებულები არიან და პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა ისინი გუნდთან ერთად ქუთაისში ვარჯიშობენ...

- სამწუხაროდ, ისინი ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან. დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ სიდელნიკოვისა და პრიმუსის შემცვლელებს, რომლებიც ძირათადში დასამკვიდრებლად იბრძვიან, თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ. განმეორებით შეხვედრაში კი სიდელნიკოვიც და პრიმუსიც ითამაშებენ.

- გყავთ თუ არა ტრავმირებულები?

- მცირე ტრავმები არის, თუმცა საგანგაშო არაფერია და ხვალ ყველა მწყობრში იქნება.

- რა შედეგი იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი?

- ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა, თუმცა ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

- ბოლო წლებში "აქტობე" ევროტურნირებზე სისტემატურად მონაწილეობს და თქვენს ფეხბურთელებს გამოცდილებაც დაუგროვდათ. "ტორპედო" კი დიდი ხანია, ევროთასებზე არ გასულა. ამ მხრივ, ალბათ, გარკვეული უპირატესობა გექნებათ...

- ევროთასებზე თამაშის გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ჩვენს გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ვინც დავიმატეთ, ისინიც საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ამ მხრივ, ალბათ, მეტოქესთან შედარებით მართლაც გვაქვს გარკვეული უპირატესობა.

"აქტობეს" კაპიტანმა სამატ სმაკოვმა რუსთავის "ოლიმპთან" შარშანწინდელი დაპირისპირება გაიხსენა:

"ოლიმპთან" ორმატჩიანი მძიმე დუელი გადავიტანეთ. განსაკუთრებით, რუსთავში თამაში გაგვიჭირდა. 0:1 ვაგებდით და რუსთავი მწვავედ გვიტევდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გავტყდით და ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ.

იმ გუნდიდან "აქტობეში" ცოტანი დავრჩით. იმედია, "ტორპედოსთანაც" წარმატებით ვითამაშებთ".

პრესკონფერენციის შემდეგ ყაზახებმა მინდორზე გადაინაცვლეს და მზადება გააჩაღეს. ვარჯიშში ქუთაისში მყოფმა "აქტობეს" 19-ივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

მუხანოვმა საქართველოში შემდეგი მოთამაშეები იახლა: ანდრეი სიდელნიკოვი, ჯასურ ნარზიკულოვი, სტანისლავ პავლოვი (სამივე მეკარე); სამატ სმაკოვი (კაპიტანი), სამატ ბადლო, მარატ ხაირულინი, ასლან დარაბაევი, იური ლოგვინენკო, სერგეი ლისენკოვი, ემილ კენჯასარიევი, ანტონ ზემლიანუხინი, ისლამბეგ კუატი, მარატ კურმასევი, თემურ კაპაძე, ალექსანდრე გეინრიხი, მარატ ბიკმაევი, სერგეი კოვალჩუკი, ლუკას ბაიერი, რობერტას პრიმუსი, არუნას კლემიავიჩუსი.

ქუთაისში ჩამოსული ფეხბურთელებიდან 5 ივლისს მოედანზე მეკარე სიდელნიკოვი და ტრინიდადელი ლეგიონერი პრიმუსი ვერ გავლენ, რომლებიც უეფასგან გასულ წელს "ალანიასთან" მატჩში მიღებული ყვითელი ბარათების გამო დაისაჯნენ.

იმედიანი აქტობე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო VS აქტობე. ჩვენი ევროპა დღეს იწყება!

"აქტობე" უნდა დავამარცხოთ! - ქუთაისში ტორნადოა მოსალოდნელი

ევროტურნირების წინ - ქუთაისის "ტორპედო" ევროპას უბრუნდება!

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ

დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"