საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ალბანეთში კომფორტულად დაბინავდნენ და მომავალი მატჩისთვის ემზადებიან
5 ივლისს რუსთავის "მეტალურგი" დურესის "ტეუტასთან", ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. გუნდი ალბანეთისკენ 4 ივლისს დილით, სტამბული-ტირანას ავიარეისით გაემგზავრა.

ტირანადან ქალაქ დურესამდე 40-კილომეტრიანი მანძილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ავტობუსით დაფარა და სასტუმრო "ტროპიკალ რესორტში" დაბინავდა.

როგორც "მეტალურგის" პრესსამსახური გვატყობინებს, გუნდი კარგ პირობებში იმყოფება. საუზმის შემდეგ ფეხბურთელებმა დაისვენეს, საღამოს კი დურესის "ნიკო დოვანას" სტადიონზე ივარჯიშეს.

5 ივლისს მატჩი იმავე სტადიონზე გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი პერიპეტიების გაგება მხოლოდ უეფას ოფიციალური ვებგვერდის ტექსტური ტრანსლაციის მეშვეობით შეგვეძლება.

შეხვედრის არბიტრი ირლანდიელი პედრეიგ სატონი იქნება.

"მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა ალბანეთში 18-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი;

მცველები: გივი კვარაცხელია, მიხეილ მახვილაძე, გიორგი გავაშელიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, ანზორ სუხიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, თორნიკე კაკუშაძე;

ნახევარმცველები: ლუკა რაზმაძე, დენის დობროვოლსკი, რევაზ გეწაძე, გიორგი თექთურმანიძე, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი ქავთარაძე;

თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დიმიტრი ტატანაშვილი.

რუსთაველები კომფორტულად დაბინავდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: "ტეუტასთან" ფავორიტი რუსთავის "მეტალურგია"

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე - ალბანური "ტეუტა"

რუსთავის "მეტალურგი" უკრაინულ "გოვერლასთან" ტესტმატჩში დამარცხდა

რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა

რუსთავის "მეტალურგმა" ხორვატულ "რეიკასთან" წააგო

რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად