გორელებმა გოგუას 6-თვიანი იჯარა გაუფორმეს, გრიგალაშვილის დამატება კი ხანგრძლივი ვადით სურთ
თითქმის გადაწყვეტილია, შოთა გრიგალაშვილი გორის "დილაში" ითამაშებს: "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკვე ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "დილას" ფეხბურთელად გამოცხადებას ფორმალური მხარის მოგვარება აშორებს.

ასევე რეალურია, რომ გორელთა შემადგენლობაში ვიხილოთ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, რომლის მიმართ ინტერესსაც კლუბში აღარ მალავენ.

თუმცა კონტრაქტი ჯერ მხოლოდ გოგუასთან გაფორმდა - უფრო სწორად, ის "დინამოდან" 6-თვიანი იჯარით გადაიყვანეს.

გრიგალაშვილთან ხელშეკრულება კი ჯერ არ გაფორმებულა, რადგან მისი ხანგრძლივი ვადით დამატება სურთ - მოლაპარაკება ამის გამო ვერ დასრულდა, თორემ ფეხბურთელი რომ საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპის ლიგას "დილაში" დაიწყებს, ეს საეჭვო აღარ არის.

ამგვარად, გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, 550 000 და 1 200 000 ევროდ შეფასებული მოთამაშეების (შესაბამისად, გრიგალაშვილისა და გოგუას) გადაყვანით, ფეხბურთელთა ჯამური ფასით გორის "დილა" პირველად დაწინაურდა საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობის მქონე კლუბების სიაში, თბილისის "დინამო" ჩამოიტოვა, ჩვენი გუშინდელი მონაცემი და სამეული კი ასე შეცვალა:

1. "დილა" - 8 300 000

2. "დინამო"- 8 075 000

3. "ზესტაფონი"- 6 425 000

ამასობაში გორის სტადიონის რეკონსტრუქცია დიდი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, აგვისტოსთვის დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, არის იმედი, რომ "დილა" ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძის" არენაზე გამართავს.

გოგუა დილაში 6 თვით ითამაშებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

არაოფიციალურად: გიორგი აბურჯანია გორის "დილაში" ითამაშებს

გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"

ითამაშებს დავით დევდარიანი გორის "დილას" წინააღმდეგ?

დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!

vasiko basiladze
არაუშავს წელს ლიგაში შევა ზესტაფონი,შემდეგ დაიწყებენ ტუჩების ჭამას
oto
ეეე მაგრად გატეხა
hahaha
გრიგალამ მაგარი მიქარა, მაგრამ მაგას რომ მიხვდება მერე უკვე გვიან იქნება
dato
გეთახმები არ უნდა გადასულიყო მაგას ჯობდა დარჩენილიყო ზესტაფონში
vasiko basiladze
ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას გორში ამჯობინა თამაში?ნეტა რას უხდიან ამდენს?არაუშავს წელს ზესტაფონი ლიგაში შევა და ყველა ფულის მოყვარულ ფეხბურთელს გული დაწყდება,თან ვინცაა ეხლა ზესტაფონში ევროპაში ძლიერი კლუბებიდან მოუვათ მოწვევები,მიდით ბიჭებო წინ დიდი გამარჯვებები გელოდებათ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!