ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი და გოლეადორი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა
ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი და გოლეადორი დავორ შუკერი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გმირმა ამ თანამდებობაზე ვლატკო მარკოვიჩი შეცვალა, რომელიც ხორვატულ ფეხბურთს 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფედერაციის აღმასკომის წევრებმა 44 წლის შუკერი ერთხმად აირჩიეს - დავორი ამ პოსტზე, მინიმუმ, 2014 წლის ბოლომდე იმუშავებს.

ამასობაში თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იგორ სტიმაჩი დაინიშნება, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგებულ სლავენ ბილიჩს შეცვლის.

როგორც იცით, ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ ხორვატიის ნაკრებიდან მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ხორვატიის ნაკრებში, შუკერთან ერთად, სტიმაჩიც თამაშობდა და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ მუნდიალზე ხორვატებმა ყველასათვის მოულოდნელად მესამე ადგილი დაიკავეს.

დავორ შუკერმა კარიერა 1984 წელს "ოსიეკში" დაიწყო და 2003 წელს მიუნხენში ("1860") დაამთავრა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ზაგრების "დინამოს" (1989-1991), "სევილიას" (1991-1996), "რეალის" (1996-1999), "არსენალისა" (1999-2000) და "ვესტ ჰემის" (2000-2001) ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
ა ხალხი იციან და უყვართ ფეხბურთი,ჩვენებმა არც იციან და არც უყვართ ხელმძღვანელებს ვგულისხმობ და არა გულშემატკივარს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე