"ტორპედო"-"აქტობეს" მატჩის შემდეგ ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისში გამართულ "ტორპედო"-"აქტობეს" მატჩის შემდეგ ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ მუხანოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საინტერესო თამაში გამოვიდა. თანაბარი ბრძოლა იყო. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. "ტორპედოს" ძალიან სურდა, თავის მოედანზე გამარჯვებისთვის მიეღწია. გოლიც გაგვიტანეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არცთუ ისე ლოგიკური იყო.

ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, არ გავტყდით და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დავასრულეთ. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის შედეგი ლოგიკური და სამართლიანია.

- აღმოჩნდა თუ არა "ტორპედო" ისეთი გუნდი, როგორიც წარმოგედგინათ?

- "ტორპედო" ტექნიკური და კარგად ორგანიზებული გუნდია. კარგი შემსრულებლებიც ჰყავს. ამდენად, ჩვენ რთული ბრძოლისთვის ვემზადებოდით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით იმ ფაქტს, რომ ქუთაისური გუნდი ჯერ კიდევ სეზონისთვის მზადების ეტაპზეა და სათამაშო რეჟიმში არ იმყოფება.

სამაგიეროდ, ჩვენ გადატვირთული გრაფიკით გვიწევს თამაში და ასეთ ვითარებაში თამაშიდან თამაშამდე ძალების აღდგენა ძალიან რთულია.

- ძალიან გადატვირთული კალენდარი გაქვთ. აპირებთ თუ არა ჩემპიონატის უახლოესი მატჩის გადადებას?

- ყახაზეთში რომ დავბრუნდებით, შესაძლოა, ამის თაობაზე ფედერაციას მივმართოთ, თორემ ერთ კვირაში 3 მატჩის ჩატარება ძალიან რთულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...