"ტორპედო"-"აქტობეს" მატჩის შემდეგ ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
- მოლოდინი გამართლდა, მძიმე თამაში გვქონდა. იყო ეპიზოდები, როცა მოწინააღმდეგე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხის შესატანად მივმართეთ გარკვეულ გადაადგილებებს, გავაძლიერეთ შეტევა და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ.

- ყაზახური გუნდისგან ძალისმიერ ფეხბურთს ველოდით, თუმცა "აქტობე" საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი აღმოჩნდა. მეტოქის შეფასებაში შეცდომა ხომ არ იყო დაშვებული?

- მატჩამდეც ვამბობდი, რომ საკმაოდ ტექნიკური გუნდია და მათი ასეთი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. "აქტობე" საკმაოდ კვალიფიცირებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა ეროვნული ნაკრების წევრია.

წინ განმეორებითი მატჩია და ყაზახებთან კვლავ დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- აშკარად გამოჩნდა, რომ მეტოქესთან შედარებით, "ტორპედოს" სათამაშო პრაქტიკა აკლია...

- გეთანხმებით. ბოლო მატჩი, ისიც ამხანაგური, 25 ივლისს დონეცკის "შახტართან" გავმართეთ. ჩვენს მეტოქეს კი ყაზახეთის ჩემპიონატში აქვს თამაშები და უკეთეს ფორმაშიც იმყოფება.

- აშკარაა, რომ ამ შემადგენლობით "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიც გაუძნელდება ევროთასებზე ასპარეზობა. გეგმავთ თუ არა გუნდის გაძლიერებას?

- ვფიქრობ, რომ რესურსი ჩვენს გუნდს გააჩნია. გვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა ამ ეტაპზე რეზერვში მყოფმა ფეხბურთელებმა სათანადო კონდიციებს მიაღწიონ და გუნდი გააძლიერონ.

დამერწმუნეთ, თადარიგში საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ.

გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაძლიერებაზეც ვფიქრობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო

merab
იმედი და დაპირება კარგია და ალბათ რაღაცა გამოსწორდება, მაგრამ თუ ფეხბურთელებმა არ იმოძრავეს და ერთმანეთს უყურეს როდის მოატყუებს პარტნიორი მოწინააღმდეგეს, შემდეგ მიუტანს ბურთს, დაუდებს წინ და ,,უჯიკებს" ახლა შენ მიხედე საქმესო ასე არაფერი არ გამოვა. ფეხბურთში სიარულით და კენწვლით ვერ მოიგებ. სირბილიც საჭიროა და დროული პასი, ნუ მთლიან ტაქტიკაზე აღარ ვლაპარაკობ. ტორპედომ გუშინ ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. სადღაც სომხური ,,პიუნიკის" დონეზე. სიმართლე უნდა ითქვას და საქმეს მიეხედოს.
Gia
მე ამ კაცის მჯერა, იმას რა დამავიწყებს, კრაკოვის ვისლას კუდით ქვა რომ ასროლინა დინამომ, კრაკოვის სტადიონზე იმ თამაშს ათიოდე ქართველი ვქომაგობდით, მიდი გია მიაწექი საქმეს !!!
vasiko basiladze
მიდი გია მიაწექი ჩვენი საქმე მართაალია ჩვენ გავიმარჯვებთ,დადგება დრო და ტორპედო იტყვის თავის სიტყვას ევროპის ფეხბურთში,მარამ ერთი თხოვნა მაქვს და ალბათ ყველას აინტერესებს სადაა ასათიანი?ნუთუ ამ კაცთან საუბარი არ შეიძლება 6თვიანი კონტრაქტი მაინც გვესინჯა იქნებ ევრო ტურნირებზე მაინც დაგვხმარებოდა,მემგონი არც ფედერაციას აწყობს მაგის თამაში და არც ქუთაისის ახალ მეპატრონეებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა