"დილა"-"სპარტაკის" მატჩზე დამსწრე მაყურებელი გაოცებას ვერ მალავდა - ნუთუ ამ ფეხბურთელით უმაღლეს ლიგაში არავინ დაინტერესდაო
თბილისის "დინამოსთან" 0:7 წაგებული საკონტროლო მატჩის შემდეგ არავინ ელოდა, ცხინვალის "სპარტაკი" გორის "დილას" მედგარ წინააღმდეგობას თუ გაუწევდა.

მაგრამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" ჩატარებულ საკონტროლო მატჩში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა "სპარტაკმა" ძლიერ მეტოქესთან ფრედ, 2:2 ითამაშა.

"სპარტაკიდან" ორივე გოლი თემურ შონიამ გაიტანა, კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა მეტოქის კარს და საერთო ჯამში, სოლიდურად გამოიყურებოდა.

შემთხვევითი არ იყო, მატჩზე დამსწრე მცირეოდენი მაყურებელი გაოცებას რომ ვერ მალავდა - რა უნდა ასეთ ახალგაზრდას (შონია 22 წლისაა) პირველ ლიგაში, ნუთუ ამ ფეხბურთელით უმაღლესი ლიგის არცერთი კლუბი დაინტერესდაო.

ქართველმა გულშემატკივარმა ცხინვალელთა საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიდან გაიცნო. შონიამ "სპარტაკის" კაპიტნობა აზრიანი და მონდომებული თამაშით დაიმსახურა. თანაც, რაც მთავარია, კრიტიკულ ვითარებაში საკუთარ თავზე ინიციატივის აღება და საჭირო გოლების გატანა ეხერხება.

თუმცა, საეჭვოა, შონია "სპარტაკში" დარჩეს. როგორც კლუბში გვითხრეს, თემურს წასვლა სურს, მაგრამ მისი ახალი კლუბი ვერ დაგვიკონკრეტეს. ჩვენი ინფორმაციით კი, მას საჩხერის "ჩიხურა" იწვევს.

"საჩხერის "ჩიხურას" ინტერესზე მეც შევიტყვე, მაგრამ პირადად არავინ მოსულა და არც არავინ დამკავშირებია. სანამ არაფერი გადაწყდება, ვერ ვიტყვი, ინტერესი რეალურად არსებობს თუ არა.

სხვა ვარიანტებსაც ველოდები, თუმცა სეზონის დაწყებამდე "სპარტაკში" ვვარჯიშობ და შევეცდები, ფორმა შევინარჩუნო.

კონტრაქტი დამისრულდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. ახლა ჩემში მხოლოდ კომპენსაცია არის გადასახდელი", - გვითხრა შონიამ.

თემურ შონია ჩიხურაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილამ" ცხინვალის "სპარტაკს" ვერ მოუგო

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა