"პარი სენ ჟერმენი" და "პესკარა" 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ
მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში იტალიური კლუბის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ, "პარი სენ ჟერმენი" და "პესკარა" საბოლოოდ შეთანხმდნენ 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის მარკო ვერატის ტრანსფერზე.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "ლურჯ-წითლებს" გარიგება 11 მილიონი ევრო (პლუს 3 მილიონი ბონუსებით) დაუჯდებათ.

ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიური გრანდები "ნაპოლი" და "იუვენტუსიც" გეგმავდნენ, მაგრამ თანამემამულეთა შეთავაზებებზე აბრუცოელებმა უარი თქვეს.

კომენტარი ამ გარიგებაზე "დელფინების" პრეზიდენტმა დანიელე სებასტიანიმ "რადიო სპორტივას" ეთერში გააკეთა:

"პარი სენ ჟერმენის" წარმომადგენლები დიდხანს ადევნებდნენ თვალს ჩვენი ფეხბურთელის თამაშს. ძალიან გვინდოდა, რომ ვერატი მინიმუმ ერთი წლით კიდევ შეგვენარჩუნებინა, რადგან გვგონია, რომ მისი წასვლა ჩვენგან ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა რას ვიზამთ? კლუბი თანახმაა.

პარიზელებს ისღა დარჩენიათ, მარკოს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდნენ. ახლა ყველაფერი მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული.

სიმართლე ითქვას, გვერჩივნა რომელიმე იტალიურ კლუბს შევთანხმებოდით. მარკოს არასოდეს უთქვამს, რომ კონკრეტულად "იუვენტუსში" გადასვლა სურდა. ეს მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია".

"ეკიპის" ინფორმაციით პსჟ ვერატის 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 1,5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც 4-ჯერ მეტია იმ ხელფასზე, რასაც მას "პესკარაში" უხდიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად