...მაგრამ, "ჩელსი" გამოცდაზე ჩაიჭრა - ყოველ შემთხვევაში ახლა, კრიტიკოსები სწორედ ამას ამბობენ და ჩემპიონს მათ გასაჩუმებლად შემდეგ კვირას, 3 ოქტომბერს, შინ, "სტემფორდ ბრიჯზე", "არსენალის" დამარცხება მოუწევს.
"ხუთი თამაშის შემდეგ "ჩელსის" 21 გოლი ჰქონდა გატანილი. ის ფანტასტიკური გუნდია და მის დასამარცხებლად ჩემმა ბიჭებმა დღეს ძალიან ძლიერად ითამაშეს. მოწინააღმდეგეს ყველა გზა გადავუკეტეთ, ხოლო როდესაც საშუალება მოგვეცა ბურთიც გავაგორეთ" – ადვილი მისახვედრია, რომ ეს სიტყვები "მანჩესტერ სიტის" იტალიელ თავკაც რობერტო მანჩინის ეკუთვნის.

ისტლენდზე "სიტიმ" დასავლეთ ლონდონელთა ასპროცენტიანი სვლა დაასრულა. ბევრი ამბობდა, რომ მანჩინის თანამემამულის კარლო ანჩელოტის გუნდს, ნამდვილი გამოცდა სწორედ ამ დღეს უნდა ჩაებარებინა – "ლერჯებს" მანამდე სუსტი მეტოქეები ხვდებოდნენ და ისინი მათ ლუკმად არ ჰყოფნიდა. მაგრამ, "ჩელსი" გამოცდაზე ჩაიჭრა - ყოველ შემთხვევაში ახლა, კრიტიკოსები სწორედ ამას ამბობენ და ჩემპიონს მათ გასაჩუმებლად შემდეგ კვირას, 3 ოქტომბერს, შინ, "სტემფორდ ბრიჯზე" "არსენალის" დამარცხება მოუწევს. "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" კი კარლო ანჩელოტის კარლოს ტევესმა გაუფუჭა გუნება. ორი იტალიელი მწვრთნელის ტაქტიკური ბრძოლით გაჯერებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა. ეს მეორე ტაიმის მე-14 წუთზე მოხდა, რის მერეც დასავლეთ ლონდონელებმა ანგარიშის გასათანაბრებლად ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ მასპინძელთა საოცრად ორგანიზებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ყველაზე სახიფათო მომენტი, რომელიც "ლურჯებმა" ამ შეხვედრაში შექმნეს შესვენებამდე ბრანისლავ ივანოვიჩს ჰქონდა, როდესაც თავურით ძელს გაარტყა ბურთი.

"ჩვენ ის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. "მანჩესტერ სიტიმ" ნახევარდაცვის შუაში ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მეტოქისგან შეზღუდულებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. მასპინძლებს ეს გამარჯვება ეკუთვნოდათ. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ" – თქვა მატჩის შემდგომ ანჩელოტიმ.

ამ შეხვედრაში ყურადღება კიდევ იმან მიიპყრო, რომ ანჩელოტიმ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე დიდიე დროგბა დენილელ სტარიჯით შეცვალა და თქვა, ეს ცვლილება ტრავმით განპირობებული არ გახლდათო.

"მე ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე - ბრძანა მწვრთნელმა – მონდოდა შეტევის მარჯვენა ფრთაზე სტარიჯის სისწრაფე გამომეყენებინა".

თუმცა, "ჩელსის" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხებაში გასაკვირი არაფერია, აი "არსენალისგან" კი ასეთ ჩავარდნას არავინ ელოდა – არსენ ვენგერის ბიჭებს "ვესტ ბრომვიჩმა" არც მეტი არც ნაკლები "ემირეიტ სთედიუმზე" მოუგო. ცნობისათვის: ჩრდილოლონდონელებს შინ იანვრის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული და მაშინაც, "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდნენ, პრემიერლიგაში ახალაღზევებულ მეტოქესთან კი არა... მეტსაც გეტყვით, "ვესტ ბრომვიჩს" წესით პირველ ტაიმშივე უნდა გაეხსნა ანგარიში, მაგრამ კრის ბრანტმა პენალტი ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე მანუელ ალმუნიას ლუკმა გახდა.

ალმუნიაზე კიდევ აი რისი თქმა შეიძლება: პენალტი, რომელიც ახლახან ვახსენეთ იმიტომ დაინიშნა, რომ ესპანელმა გოლკიპერმა სწრაფი პიტერ ოდემვინგიე წააქცია, თუმცა მეორე ტაიმში ის კვლავ შეცდა და მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა. მისმა ამ შეცდომამ "ვესტ ბრომვიჩის" მეორე გოლი გამოიწვია.

"მეკარეს გამორჩევით არაფერს დავაბრალებ. ჩვენს დღევანდელ თამაშს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა ცუდად, განსაკუთრებით დაცვაში. ერთი სიტყვით, გუნდმა კოლექტიურად ვერ ივარგა და ასეთ დროს არავის გამოყოფა არ ივარგებს. რატომ მოხდა ასე? რატომ გამოვიყურებოდით საცოდავად? ეს ჩემთვის გამოცანაა. ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც ცუდი გვქონდა" _ თქვა პრეს-კონფერენციაზე ვენგერმა.

გამარჯვებულთა მწვრთნელი რობერტო დი მატეო: "მინდა გითხრათ, რომ კარგად ვითამაშეთ, სახიფათო მომენტები შევქმენით, გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

ცნობისათვის: "ვესტ ბრომვიჩს" "არსენალი" ლონდონში ბოლოს 27 წლის წინ ჰყავდა დამარცხებული.

"ლივერპული" კი კიდევ ერთხელ და უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ იხსნა დამარცხებისგან მისმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა. ამჯერად მერსისაიდელებს "ენფილდზე" "სანდერლენდი" 2:1-ს უგებდა. არადა, მე-5 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში სრულიად კურიოზული გოლით გახსნეს. იმდენად კურიოზულით, რომ კაცი იფიქრებდა, რომ ასეთი უიღბლობა "სანდერლენდს" გატეხავდა. კერძოდ, სტუმრებს საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა უნდა დაერტყათ. ბურთი ცენტრს ოდნავ უკან იყო, კიდევ უკან, კი, სტუმართა კარისკენ მხოლოდ მათი მეკარე იდგა, ისიც შორს, თავის საჯარიმოში. ჰოდა, მაიკლ ტერნერმა გოლკიპერს ეს ბურთი იმდენად უნიათოდ და ნელა გაუგორა (თან არც შეხედა, თავად შეტრიალდა და წინ წავიდა), რომ მას ძალიან იოლად დაეწია ფერნანდო ტორესი, რომელსაც დირკ კუიტიც გაჰყვა. ტორესი მეკარესთან პირისპირ შევიდა, მოხერხებულ მომენტში ჰოლანდიელს დაუგორა და მანაც პრაქტიკულად დაუცველ კარში შეაგდო.

ამ შეხვედრისას კიდევ იმას დავძენთ, რომ საგოლე პასი ჯერარდსაც ტორესმა ჩააწოდა – მარჯვნიდან, სწრაფ, დინამიკურ ეპიზოდში პირდაპირ თავზე დაასვა ბურთი.

ჰარი რედნაპმა კი თავის ყოფილ გუნდთან, "ვესტ ჰემთან" ცხოვრებაში პირველად წააგო – ფრედერიკ პიქვიონის მიერ გატანილმა გოლმა "აპტონ პარკზე" "ტოტენჰემი" დაამარცხა. ამ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარემ რობერტ გრინმა, რომელსაც, გეხსომებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშვებული შეცდომის გამო მთელი ამ ხნის განმავლობაში საშინელი წნეხის გაძლება უწევდა.

"ის ძალიან კარგი მეკარეა, ხოლო კარგი მეკარისგან ასეთი თამაში ნორმალურია. გრინმა ლუკა მოდრიჩის დარტყმა სასწაულებრივ მოიგერია" _ შეაქო კარის მცველი "ჩაქუჩთა" კმაყოფილმა თავკაცმა ავრამ გრანტმა.

"ბლექპულისა" და "ბლექბერნის" თამაში კი ბლექ-იუმორით (შავი იუმორით) გაჟღენთილი გამოვიდა – პირველ ტაიმში ჩარლი ადამმა საკუთარ კარში გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეძლეს, მაგრამ... ანგარიში მაინც ვერ შეინარჩუნეს. ბლექპულის მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ მატჩის შემდეგ მსაჯი მაიკ დინი გააკრიტიკა და თანაც დაიტრაბახა, "ბლექბერნს" ამდენი პრობლემა, ჩვენ რომ შევუქმენით "მანჩესტერ სიტიმაც" ვერ შეუქმნაო.

chelseafun
საუკეთესო საიტი ჩელსის ფანებისთვის და ფეხბურთის მოყვარულებისთვის,შემოდით chelseafun. ucoz. com
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა