5 აგვისტოს ნიგერიის დედაქალაქ აბიჯანში ადგილობრივი ნაკრებისა და "არსენალის" ამხანაგური მატჩი აღარ გაიმართება
5 აგვისტოს ნიგერიის დედაქალაქ აბიჯანში ადგილობრივი ნაკრებისა და "არსენალის" ამხანაგური მატჩი იყო დაგეგმილი, თუმცა ის აღარ გაიმართება.

უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში აფრიკაში ლონდონელთა პირველი ვიზიტის გადადების მიზეზი ქვეყანაში რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფებებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკება გახდა. ლონდონელები აცხადებენ, რომ თუკი ყველაფერი რიგზე იქნა, ეს მატჩი, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ გაიმართოს.

აი, რას აცხადებს ლონდონელთა მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარკუს კინეარი:

"ტოპკლუბის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ყოველთვის რთულია და ლოგიკური ნაბიჯების მთელ ჯაჭვს მოითხოვს. აგვისტოს პირველ რიცხვებში ნიგერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმის თქმა შემიძლია, რომ ადგილზე ჩვენი დელეგაციისთვის არათუ კომფორტული პირობების შექმნა, არამედ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი კლუბის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

ასე რომ, ამ ეტაპზე ვიზიტი გავაუქმეთ. "არსენალს" აფრიკის მთელ კონტინეტზე ძალიან ბევრი თავგადაკლული გულშემატკივარი ჰყავს და ძალიან ვწუხვართ, რომ მათ ამ ზაფხულზე ვერ შევხვდებით. თუმცა ნიგერიასთან ჩვენ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ვალდებულებები გვაქვს აღებული.

ვიზიტს ამ ქვეყანაში მომავალ წელს ვგეგმავთ.

პარალელურად, ნიგერიაში უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან, "ემირიტსთან", "ეარტელსა" და "მალტა გინესთან" ერთად რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე