ევრო 2012-ზე განცდილი წაუმატებლობის მიუხედავად, გერმანიის ნაკრების კაპიტანი მომავალს იმედიანად უყურებს
ბუნდესლიგურმა კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს და საფეხბურთო გერმანიაც ნელ-ნელა გამოდის ევროპის ჩემპიონატზე მიღებული შოკიდან.

თუმცა ფაქტია, რომ იტალიასთან განცდილი კიდევ ერთი მწარე მარცხი გერმანელებს დიდხანს ეხსომებათ, რადგან საყოველთაო მოსაზრებით ეს გერმანია მზად იყო იმისთვის, რომ ტიტული მოეგო, მაგრამ დამარცხდა გუნდთან, რომელიც ორი წლის წინანდელ მუნდიალზე შერცხვა.

"ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში" გამოქვეყნდა ფილიპ ლამის ინტერვიუ, რომელშიც ბუნდესკაპიტანი იტალიასთან შეხვედრას აანალიზებს და ზოგადად ევრო 2012-ზე დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

- ჰერ ლამ, ეთანხებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ გერმანიას იტალია ყველა ლოგიკის მიხდვით უნდა დაემარცხებინა?

- ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ ხომ ფეხბურთზე ვსაუბრობთ - სპორტის ისეთ სახეობაზე, რომელშიც ყველაფერი ლოგიკის მიხედვით არ ხდებდა და ამასაც რომ თავი დავანებოთ, იტალიელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.

- რატომ წავაგეთ "სკუადრა აძურასთან" - გერმანიის ნაკრებმა იტალია ჯეროვნად ვერ შეაფასა?

- ეს არ არის მიზეზი, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ იტალიელების დამარცხება გაგვიჭირდებოდა. ვხვდებოდით, რომ ეს იქნებოდა მატჩი, რომლის ბედსაც ბევრი მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები გადაწყვეტდა.

ჩვენი მარცხის მიზეზი უფრო ის იყო, რომ გარკვეულ მომენტებში ისეთი შეცდომები დავუშვით, ამ დონეზე არცერთ გუნდს რომ არ ეპატიება. ცხადია, პირველ რიგში მარიო ბალოტელის გოლების დროს დაშვებულ შეცდომებს ვგულისხმობ.

- შეგიძლიათ, გვითხრათ და აგვიღწეროთ გეგმა, რომელიც გერმანიის ნაკრებს იტალიასთან მატჩისთვის ჰქონდა მომზადებული?

- ეს არ არის ჩემი პრეროგატივა და შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი. თანაც, ერთი კონკრეტული მატჩისთვის შემუშავებულ გეგმაზე საჯაროდ საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

- მაშინ გვითხარით, რა იყო მთავარი და გადამწყვეტი პრობლემა?

- აკი გითხარით: უპატიებელი შეცდომები დავუშვით! იტალიელებმა კი ამით ისარგებლეს, მომენტები გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოგვიგეს, რამაც მატჩის მეორე ნახევრისთვის ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა, თუმცა ცდა მაინც არ დავაკელით და ვფიქრობ, მეორე ტაიმში მედგრად ვიბრძოლეთ.

ერთი გოლი ცოტათი ადრე რომ გაგვეტანა, დიდი შანსია, რომ მერე ანგარიშის გათანაბრებაც მოგვეხერხებინა და შესაძლოა, დღეს ევროპის ჩემპიონი არა ესპანეთი, არამედ გერმანია ყოფილიყო.

ერთი სიტყვით, იტალიელებთან წაგებას შეცდომებს ვაბრალებ. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება.

- არადა, ბუნდესგუნდმა ევრო 2012-ზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყო, სიკვფილის ჯგუფი ტრიუმფალურად გადალახა და მეოთხედფინალშიც იფრინა. ასეთი კარგი სტარტის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფინალში გავიდოდით და ესპანელებზეც შურს ვიძიებდით, ჩვენ კი იტალიელთა დამარცხებაც კი ვერ მოვახერხეთ...

- მე, როგორც გერმანიის ნაკრების კაპიტანი, თამამად ვიტყვი, რომ გუნდი ყველაზე მეტად მონდომებული სწორედ იტალიასთან მატჩის წინ იყო. მოედანზე უდიდესი მოტივაციით, ენერგიულად გავედით, მაგრამ ინდივიდუალურმა თუ გუნდურმა შეცდომებმა სწრაფი 0:2 განაპირობა, რამაც, ვაღიარებ, შოკში ჩაგვაგდო.

მეორე ტაიმში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თამაში შემოგვეტრიალებინა და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდებოდა ევროპის ჩემპიონატი, იტალიელებისთვის ის გოლი ცოტათი ადრე რომ გაგვეტანა.

- ყველაზე მეტად მაინც რაზე დაგწყდათ გული და რამ ან ვინ გაგიცრუათ იმედი?

- ბანალურ პასუხს გაგცემთ: იმან, რომ გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მე დღესაც ვფიქრობ, რომ ჩვენ საჩემპიონო გუნდი გვყავს.

- რვა წელია, გერმანიის ნაკრების განუყრელი წევრი ხართ და ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანეთ. 2006 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, ბუნდესგუნდი ყოველთვის მინიმუმ ნახევარფინალში გადის, მერე კი იტალიასთან ან ესპანეთთან მარცხდება. ანუ, გერმანიის ნაკრებს დიდი ტურნირის დასკვნით მატჩებში ყოველთვის რაღაც და თანაც, თქვენივე თქმით, ძალიან ცოტა აკლდება. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ ძირეული ცვლილება ან ცვლილებებია საჭირო?

- არა მგონია, რომ სერიოზული ცვლილება საჭირო იყოს. ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა და თანაც, საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს.

შესაბამისად, გავრისკავ და ვიტყვი, რომ სამომავლოდ კარგი პერსპექტივა გვაქვს. ტიტულის მოგების გარანტიას კი ვერავინ მოგვცემს და ვერც ჩვენ ვიტყვით იმას, რომ მაგალითად, 2014 წელს აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით.

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ. სერიოზული წარმატებების მისაღწევად უდიდესი შრომაა საჭირო და ჩვენც ვიშრომებთ, მაგრამ მოვიმკით თუ არა შედეგს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს...

- ჰერ ლამ, 8 წელია არსებობს ჩამოყალიბებული კონცეფცია, 8 წელია, თავს არავინ ზოგავს და ყველანი შრომობთ, მაგრამ ჩვენ მაინც ისევ წავაგეთ იტალიელებთან, რომლებმაც მხოლოდ 2 წელი იშრომეს და როგორ იშრომეს, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა... ორი წლის წინ "სკუადრა აძურა" ხომ მუნდიალზე შერცხვა... თქვენი აზრით, რა აკლია ამ გერმანიას ამ იტალიამდე?

- ერთი რამ ფაქტია: ჩვენ უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ და ვფიქრობ, ამაში ყველა დამეთანხმება. თუმცა ყოველთვის არსებობს ძალიან ძლიერი მეტოქე, რომელთანაც გამარჯვება ჭირს.

მხოლოდ ჩვენს თაობას რატომ ტუქსავთ? გაიხსენეთ, გერმანიის ნაკრების რომელმა თაობამ შეძლო იტალიელების დამარცხება დიდ ტურნირზე? ვერცერთმა ხომ? ჰოდა, მხოლო ჩვენს თაობას ნუ გააკრიტიკებთ.

როგორც ჩანს, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონობის გზა ყოველთვის იტალიაზე გადის...

- იტალიელებთან თამაშის დროს გერმანელები დაწყევლილები ვართ?

- წყევლა აქ, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია. ეს უბრალოდ სპორტია, სადაც ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებულიც, ჩვენ კი, ჩვენს ისტორიაში უბრალოდ ვერცერთხელ ვერ მოვახერხეთ დიდ ტურნირზე იტალიის ნაკრების დამარცხება.

- მომავალს მაინც იმედით უყურებთ?

- როცა მანუელ ნოიერზე ვფიქრობ და ვხვდები, რაოდენ მაგარი და თანაც როგორი ახალგაზრდა მეკარე გვყავს, ან მუდამ გულანთებულ თომას მიულერს ვხედავ, მომავლის შიში მაშინვე ქრება ხოლმე.

მომავლის არ მეშინია და ოპტიმისტურად ვუყურებ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი არ არის და ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ ტიტულს მოვიგებთ.

- ბევრი იმასაც ამბობს, გერმანიის ნაკრებს დამარცხებულის მენტალიტეტი ბაიერნელების სიმრავლის გამო დასჩემდაო...

- კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს სპორტია, მე კი რეალისტი ვარ. რა თქმა უნდა, ყველანი შოკირებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ზედიზედ მეორედ ვერ გავხდით გერმანიის ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონატზე ისევ იტალიელებთან დავმარცხდით, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევრო 2012-ის დაწყებისას საკლუბო სეზონში განცდილი კრახები არცერთ ბაიერნელს არ გვახსოვდა.

ასე რომ, დამარცხებულის მენტალიტეტზე საუბარი უადგილოა.

ახლა შვებულებაში ვართ, ვისვენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ჩემპიონატის სტარტს ყველანი სრულ მენტალურ და ფიზიკურ მზადყოფნაში შევხვდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია-იტალია 1:2 - ისტორიამ შემობრუნება არ ინება [+VIDEO]

zaza
mere amdeni wlebi ro ver ugebt italias su daunebi xart to, wlebia germanisas vbaleshchikob mara italia su gunavs da girsebi xart
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ