გერმანიის ქალაქ ფრეისინგში გაიმართა ევროჩელენჯის წილისყრა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონიც მონაწილეობს
გერმანიის ქალაქ ფრეისინგში გაიმართა ევროჩელენჯის წილისყრა. ბოლო ორი წელიწადია, ამ შეჯიბრებისადმი ქართველთა ინტერესმა საგრძნობლად იმატა, რადგან მასში ჩვენი ჩემპიონი "არმია" მონაწილეობს.

წილისყრამდე გუნდები რამდენიმე კალათაში განაწილდა. მესამეში იყო "არმია", რომელსაც საბოლოოდ სერიოზული მეტოქეები ერგო: გერმანული "ტელეკომი" (ბონი), ბელგიური "ანტვერპენი" და ებრაული "ჰაპოელი" (ჰოლონი).

საინტერესოა, რომ წილისყრისას ერთი ქვეყნის არაერთი გუნდი მოხვდა ერთ ჯგუფში. მაგალითად, ბელგიური "მონსი" და "აალსტარი", უნგრული "შოლნოკი" და "ტიმიშოარა", შვედური "ნორჩოპინგი" და "სოდერტალიე".

ევროჩელენჯის წლევანდელი გათამაშება 25 სექტემბერს დაიწყება, საკვალიფიკაციო ეტაპის რვა გუნდი ჯგუფური ეტაპის ოთხი საგზურისთვის იბრძოლებს. დანარჩენი 28 კლუბი 8 ქვეჯგუფში განაწილდა, მათ დაემატებიან კვალიფიკაცია გავლილებიც და ჯამში 32 გუნდი მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ამისთვის კი აუცილებელია პირველი ან მეორე ადგილის დაკავება ჯგუფში. სწორედ ამ მიზნისთვის იბრძოლებს "არმია", რომელსაც გასულ სეზონში ტოპ-16-ში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა.

"არმია" სადებიუტო მატჩს სტუმრად "ჰაპოელთან" ჩაატარებს. შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. ხოლო პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში 11 დეკემბერსაა - "არმია" ბონის "ტელეკომს" უმასპინძლებს.

სავარაუდოა, ამ შეხვედრას ჯგუფში ადგილების განაწილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი და ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმემ ბოლო ტურამდე დადებითად გადაწყვიტოს ჯგუფიდან გასვლის საკითხი.

თუმცაღა, ძალიან გვინდა ეს "არმიამ" შეძლოს.

საკვალიფიკაციო ეტაპი

1. ალიაღა (თურქეთი)-კატაია (ფინეთი)

2. აპოლონი (კვიპროსი)-კლოშტერნეუბურგი (ავსტრია)

3. ურალი (რუსეთი)-მედიაში (რუმინეთი)

4. თოფაზი (თურქეთი)-რაკვერე (ესტონეთი)

A ჯგუფი: კრკა (სლოვენია), ეტა (კვიპროსი), ქარშიაქა (თურქეთი), მე-4 საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებული.

B ჯგუფი: კრასნიე კრილია (რუსეთი), კერავნოსი (კვიპროსი), პლოიეშტი (რუმინეთი), 1-ლი საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებული.

C ჯგუფი: ვენტსპილსი (ლატვია), ნორჩოპინგი (შვედეთი), ტამპერე (ფინეთი), სოდერტალიე (შვედეთი).

D ჯგუფი: ხიმიკი (უკრაინა), ტარტუ (ესტონეთი), დიჟონი (საფრანგეთი), მე-3 საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებული.

E ჯგუფი: მონსი (ბელგია), აალსტარი (ბელგია), პარიზი (საფრანგეთი), პიტეშტი (რუმინეთი).

F ჯგუფი: შოლნოკი (უნგრეთი), ოლდენბურგი (გერმანია), კიორმენდი (უნგრეთი), ტიმიშოარა (რუმინეთი).

G ჯგუფი: გრაველინი (საფრანგეთი), მინსკი 2006 (ბელორუსი), ნანსი (საფრანგეთი), მე-2 საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებული.

H ჯგუფი: ანტვერპენი (ბელგია), ტელეკომი (გერმანია), არმია (საქართველო), ჰაპოელ ჰოლონი (ისრაელი).

H ჯგუფის კალენდარი

6 ნოემბერი

19:30 ჰაპოელი-არმია

20:30 ანტვერპენი-ტელეკომი

13 ნოემბერი

19:30 ტელეკომი-ჰაპოელი

18:00 არმია-ანტვერპენი

20 ნოემბერი

19:30 ჰაპოელი-ანტვერპენი

20:30 ტელეკომი-არმია

27 ნოემბერი

18:00 არმია-ჰაპოელი

19:30 ტელეკომი-ანტვერპენი

4 დეკემბერი

20:30 ანტვერპენი-არმია

19:30 ჰაპოელი-ტელეკომი

11 დეკემბერი

20:30 ანტვერპენი-ჰაპოელი

20:30 არმია-ტელეკომი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად