ფინეთის "ინტერში" მოთამაშე 29 წლის თავდამსხმელი ევროპის ლიგის მატჩში ჰოლანდიელებისთვის გოლის გატანას იმედოვნებს
მესამე წელია, ირაკლი სირბილაძე ფინეთში თამაშობს. შარშან, მისი გადაბირების სურვილი ვეიკაუსლიგის (ფინეთის უმაღლესი ლიგა) რამდენიმე კლუბს გაუჩნდა. საბოლოოდ, 29 წლის თავდამსხმელი "იაროდან" ფინეთის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში, ტურკუს "ინტერში" გადავიდა და ვეიკაუსლიგაში ლამის ტრიუმფი მოიწყო - 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, კარიერაში საუკეთესო სეზონი 15 მატჩში 9 გოლით დაასრულა და ვეიკაუსლიგაში მეორე წრეში გადასულს ჩემპიონატის ბომბარდირობამდე ცოტა დააკლდა, "ინტერი" კი ფინეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

19 და 26 ივლისს მისი გუნდი, "ინტერი" ევროპის ლიგაზე, დიდი ალბათობით, ჰოლანდიურ "ტვენტეს" შეხვდება. ირაკლის თქმით, საამისოდ, ყველა განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.

სირბილაძეს ფინეთში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "ტვენტესთან" სავარაუდო პაექრობები შენს კარიერაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები იქნება.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცის, "ტვენტეს" ძალა - არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა და ძალიან რთული თამაშები გველის.

მაგრამ ევროპის ლიგაზე თამაში დიდი გამოწვევაა და თამაშებისთვის მთელი გუნდი განსაკუთრებულად ვემზადებით. მსურს, ჩემი სიტყვა ევროსარბიელზეც ვთქვა, კარგად ვითამაშო, გუნდს კარგი შედეგის ჩვენებაში დავეხმარო და გავიტანო.

ფინეთში სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან მენეჯერები და მწვრთნელები ხშირად ჩამოდიან, შეხვედრებს ესწრებიან, ფეხბურთელებს აკვირდებიან და ვინ იცის, იქნებ, რომელიმე გუნდიც დავაინტერესო.

- წლეულს შარშანდელივით ვერ დაიწყე - 15 ტურის შემდეგ 6 გოლით ბომბარდირებში მე-7 ადგილზე ხარ.

- სამმა მოთამაშემ 6-6 გოლი გავიტანეთ. ძალიან არ მიმართლებდა, თორემ მეტსაც შევძლებდი. ისე, 6 გოლის გარდა, 4 საგოლე გადაცემაც მაქვს.

პირველ ადგილზე იამაიკელი სტივ მორისია, რომელმაც 9 გოლი გაიტანა და ასე რომ, დაწევა და ბომბარდირობა სავსებით შესაძლებელია. იმედი ნაღდად მაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებ.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ტურნირის ბომბარდირი უკვე გავხდი: ახლახანს ფინეთის ლიგის თასის გათამაშება დასრულდა, სადაც 7 შეხვედრაში 5 გოლი გავიტანე. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ჰელსინკის ჰიკ-მა პენალტების სერიით გვაჯობა და გამოვვარდით, თასს კი ტურკუს ტპს დაეუფლა.

- ახალ კლუბში უკეთესი პირობები გაქვს?

- ზოგადად, ევროპულ კლუბებს ბევრად ჩამოვრჩებით - აქ მათი დარი პირობები ნაღდად არ არის. მაგრამ "ინტერს" ფინეთში ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი აქვს, მე კი კლუბში ყველაზე კარგი პირობები შემიქმნეს.

ამ ნდობას გამართლება უნდა და თავს არ ვზოგავ. სამ წელზე მეტია, რაც აქ ვთამაშობ. შრომა და ვარჯიში საქართველოშიც არ მეზარებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფინეთში მაინც მნიშვნელოვნად გავიზარდე და საქმისადმი პროფესიული მიდგომა ვისწავლე. თავისუფალ დროსაც ორგანიზმს მომდევნო დღის დატვირთვებისთვის ვამზადებ. ვარჯიშის მერეც ვრჩები და დამატებით ვიტვირთები; ვცდილობ, რეჟიმი დავიცვა - ლეგიონერს ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს და სულ ფორმაში თუ არ ხარ და ადგილობრივ ფეხბურთელს ერთი თავით არ სჯობიხარ, მწვრთნელის და გულშემატკივრების ნდობაზე არც უნდა იოცნებო.

- ადრე ფინეთში ბევრი ქართველი თამაშობდა, ახლა კი ორიოდე შემორჩით.

- ბევრი მართლაც არ ვართ. პირველ ლიგაში საკმაოდ კარგი მცველი გიორგი ოსიტაშვილი თამაშობს. მგონია, რომ ის უკეთეს გუნდს იმსახურებს. "კოტეპეშია" პერსპექტიული მეკარე ლომიძე, მეორე ლიგაში კი - კახა სამსონია, თემურ აფრიამაშვილი და ლაშა ჩხაიძე, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა გუნდში უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი სირბილაძის გოლმა "ინტერი" მარცხისგან ვერ იხსნა

ირაკლი სირბილაძე: შარშანდელზე მეტი გოლი უნდა გავიტანო!

ramo
ნაკრეBშიც გამოიძახონ, გოლის გამტანი არ გვყავს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა