ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ჩემპიონებმა მესამე საკონტროლო მატჩი ბუქარესტის "სტიაუასთან" გამართეს
2012 წლის 7 ივლისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ავსტრიული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩი გამართა.

მარგველთა მეტოქე ერთ დროს რუმინული ფეხბურთის ფლაგმანი, ახლანდელი ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი უეფას ჩემპიონთა თასის 1986 წლის გათამაშების გამარჯვებული, ქალაქ ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი "სტიაუა" (რუმინულად - "ვარსკვლავი") გახლდათ.

შეხვედრა დაბა უტენდორფის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:00 (თბილისის დროით - 20:00) საათზე დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ "სტიაუა" ბოლო 6 წლის მანძილზე ვერ ახერხებს "რუმინული ოქროს" დაუფლებას, ბუქარესტის "ვარსკვლავი" დღესაც საკუთარი ქვეყნის უტიტულოვანესი კლუბი გახლავთ. რუმინეთის 23-გზის ჩემპიონებსა, თასის 21-გზის და სუპერთასის 5-გზის, უეფას ჩემპიონთა თასისა და ევროპის სუპერთასის 1986 წლის მფლობელებს დღესდღეობით რუმინელი სპეციალისტი ლაურენტიუ რეგეკამპფი წვრთნის.

გუნდში ბრაზილიელი, მაკედონიელი, სერბი და ჩერნოგორიელი ლეგიონერები და რუმინეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ირიცხებიან.

ზესტაფონელთა და ბუქარესტელთა "გაცნობა" 2011 წლის 23 ივნისს შედგა და კარპატელთა ბრაზილიელი ლეგიონერის ლეანდრო ტატუს ერთადერთი გოლის წყალობით, რუმინელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დაძაბულად გამოდგა ბოლო მატჩიც. უნდა ითქვას, რომ თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ქართველები ფლობდნენ შესამჩნევ ტერიტორიულ უპირატესობას და მიზანსწრაფულად ცდილობდნენ ბუქარესტელთა კარისათვის "გასაღების მორგებას". "სტიაუას" ფეხბურთელები კი თავის ბედს სწრაფ კონტრშეტებში ეძიებდნენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ გოლის გატანის შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა საბოლოდ მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

ავსტრიული შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 10 ივლისს გამართავს. საქართველოს პირველი გუნდი ჩეხეთის ჩემპიონ ლიბერეცის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

www.fczestafoni.ge

ასევე იხილეთ:

შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის

"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში

ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ

ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

ramo
თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ამ თამაშით ბაქოს ვერ მოუგებ. უფრო სწორედ ასეთი ნელი თამაშით ვერ მოიგებ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა