მილანის "ინტერის" კაპიტანმა განაცხადა, რომ 2013 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა კარიერა გააგრძელოს
მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ ახალი სეზონის დაწყების წინ განაცხადა, რომ 2013 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა კარიერა გააგრძელოს.

"ჯერ არ გადამიწყვეტია, იქნება თუ არა ეს სეზონის ბოლო ჩემს კარიერაში. ერთი წლის შემდეგ კონტრაქი მეწურება, მაგრამ შესაძლოა თამაშის გაგრძელება შევძლო, თუ ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ შემიშლის.

ყოველთვის გუნდისთვის სარგებლობის მოტანას ვცდილობდი, და თუ კვლავ სასარგებლო ვიქნები და თანაგუნდელების ფონზე ღირსეულად გამოვჩნდები, მზად ვარ თამაში გავაგრძელო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კარგად გავძლიერდით და ვფიქრობ, რომ ანდრეა სტარამაჩიონის ხელმძღვანელობით ახალ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას მოვახერხებთ", - განაცხადა ძანეტიმ.

მომზადებულია Sport Italia-ს მიხედვით

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ