ბრიტანელი ჩოგბურთელი შვეიცარიელთან ოთხ სეტში 6:4, 5:7, 3:6, 4:6 დამარცხდა
ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მიურეი უიმბლდონის ფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ოთხ სეტში 6:4, 5:7, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ინგლისელმა პირველი სეტი მოიგო ისე, რომ პირველივე გეიმში ბრეიქის მოპოვება შეძლო. თუმცა როდესაც ანგარიში 2:0 იყო მიურეის სასარგებლოდ, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა. 4:4-ზე მიურეიმ კიდევ ერთი ბრეიქპოინტი მოიპოვა, შემდეგ გეიმში საკუთარი მოწოდება მოიგო და პირველი სეტიც ამგვარად მოიგო.

მეორე სეტში დაძაბულ ბრძოლაში 6:5-ზე, როჯერ ფედერერმა მიურეის მოწოდებაზე მოიგო გეიმი და მატჩში ანგარიში გაათანაბრა.

1:1-ზე, მესამე სეტი წვიმის გამო შეწყდა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ განახლდა.

მესამე სეტში გადამწყვეტი მეექვსე გეიმი აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა: ანგარიში 3:2 იყო ფედერერის სასარგებლოდ და მიურეი საკუთარ მოწოდებაზე 40:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ გეიმი წააგო.

მეოთხე სეტში ფედერერმა 2:2-ზე ბრეიქი მოიპოვა და მატჩი გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა.

უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ როჯერ ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა და ლიდერის პოზიციაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაანაცვლა. ფედერერმა უიმბლდონი კარიერის მანძილზე მეშვიდედ მოიგო. ამას გარდა, ეს გამარჯვება მისთვის "დიდი მუზარადის" ტურნირებზე მეჩვიდმეტეა.

რაც შეეხება მიურეის, ის უიმბლდონის ფინალში კარიერის მანძილზე პირველად გავიდა და ბოლო 76 წლის მანძილზე პირველი ბრიტანელია, რომელმაც ეს შეძლო. მსოფლიოს მეოთხე ჩოგან მიურეის არცერთი "დიდი მუზარადის" ტურნირი არ მოუგია, მაგრამ ფინალში ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში.

რენე
როჯერი და სერენა ყველაზე მაგრები არიან
გიო
ოდესმე მოიგებს ვითომ მიურეი დიდი მუზარადის ტურნირს? ნუთუ მისი პრობლემა მართლა დედიკოს ბიჭის მენტალიტეტშია?...
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა