ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ ისტორია ვერ გადაწერა
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ წლევანდელი უიმბლდონის ფინალში გასვლით ენდი მიურეიმ უკვე დააფიქსირა ისტორიული შედეგი ბრიტანული ჩოგბურთისთვის - 1938 წლის შემდეგ ადგილობრივ მოთამაშეს არ ჰქონდა ნათამაშები გადამწყვეტ მატჩში. ხოლო ფინალის მოგების შემთხვევაში, მიურეი შეწყვეტდა 76-წლიან უტიტულო სერიას ბრიტანელი ჩოგბურთელებისთვის.

მიურეისა და როჯერ ფედერერს ორჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში და ორივეჯერ როჯერმა სამ სეტში მოიგო. ეს უსიამოვნო ტრადიცია ბრიტანელმა 8 ივლისს დაარღვია, როცა პირველი პარტიის მოგება შეძლო.

როჯერი კორტზე ერთგვარად შებოჭილი გამოვიდა და ძალიან ცუდად ჩაატარა სასტარტო გეიმი, რითაც ენდის ბრეიკის საშუალება მისცა. თანდათან შვეიცარიელი შევიდა თამაშში - "ვინერსების" რაოდენობამ იმატა და პირიქით, ოდნავ იკლო შეცდომებმა.

მეოთხე გეიმში მან დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მერვეში კი ახლოს იყო ბრეიკით წინ გასვლასთან, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

ამ შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ როჯერმა ჩააგდო მომდევნო გეიმი თავის მოწოდებაზე, როცა სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მიურეიმ კი სეტზე ძალიან დამაჯერებლად ჩააწოდა და ამით კარიერაში პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში სეტი.

ანალოგიური სიტუაცია კინაღამ შემდეგ სეტში შეიქმნა. 4:4-ზე ფედერერის რამდენიმე შეცდომამ ბრიტანელს ორი ბრეიკ-პოინტი მოუტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შესანიშნავად იმოქმედა როჯერმა.

მცირე პრობლემები ჰქონდა შვეიცარიელ ჩოგბურთელს თავის მორიგ მოწოდებაზე, მაგრამ იქაც გადამწყვეტ მომენტებში მაქსიმალურად მობილიზებული იყო და მინიმუმ ტაი-ბრეიკი გაინაღდა, მაგრამ მე-13 გეიმი საჭირო არ გახდა. შვეიცარიელმა ჯერ 0:30-დან გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ორი გენიალური გათამაშება ჩაატარა და 7:5 მოიგო მეორე პარტია.

მესამე სეტი ახალი დაწყებული იყო, როცა ლონდონში გაწვიმდა და ორგანიზატორებს კორტის გადახურვა მოუწიათ. დახურულ არენაზე გამოიკვეთა ფედერერის უპირატესობა. პაუზის შემდეგ მან, პრაქტიკულად, უშეცდომოდ დაიწყო თამაში (პირველად სეტში მას მიურეიზე ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა) და მიურეის სულ უფრო და უფრო უჭირდა შვეიცარიის ზეწოლისთვის გამკლავება.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელიც 20 (!) წუთი გაგრძელდა. ფედერერმა ვერ შეძლო ხუთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, მაგრამ მეექვსე ცდაზე შვეიცარიელი მიღებისთანავე შეტევაზე გადავიდა და მიურეის შეცდომა დააშვებინა. ამის შემდეგ როჯერს ისღა დარჩენოდა, შეენარჩუნებინა თავისი მოწოდება, რაც წარმატებით გააკეთა - 6:3.

მეოთხე სეტში პირველი ბრეიკის გასაკეთებლად როჯერს იმაზე ცოტა დრო დასჭირდა, ვიდრე წინა სეტში. თავიდან მიურეიმ ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ბრეიკ-პოინტზე კი ფედერერს ეფექტური ბექჰენდი გამოუვიდა - 3:2. შემდეგ გეიმში ენდის საპასუხო ბრეიკის მცირე შანსი გაუჩნდა, მაგრამ 15:30-ზე იოლი დარტყმა გააფუჭა. ამის შემდეგ შვეიცარიელმა თავის მოწოდებაზე შანსი აღარ მისცა მეტოქეს - ის დამაჯერებლად აწვდიდა, რაც სავსებით ლოგიკურ შედეგში გამოიხატა - 4:6, 7:5, 6:3, 6:4.

ამ მოგებით როჯერი გაუთანაბრდა პიტ სამპრასს ორი მაჩვენებლით: მათ ახლა შვიდ-შვიდი მოგება აქვთ უიმბლდონზე. გარდა ამისა, ამ მოგებამ ფედერერს რეიტინგში პირველი ადგილი მოუტანა. შესაბამისად, მომდევნო კვირა 286-ე იქნება მისთვის ლიდერის რანგში, რაც სამპრასის ყველა დროის რეკორდის გამეორებაა.

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3)-ენდი მიურეი (ბრიტანეთი, 4) 4:6, 7:5, 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს