ქალთა კლასიფიკაციაში ყველაფერი თავდაყირა დადგა
"დიდი სლემის" ტურნირებზე ნებისმიერ ფინალურ შეხვედრას ახლავს ინტრიგა და გამონაკლისი არც ქალების გადამწყვეტი მატჩი ყოფილა.

სერენა უილიამსი თავის მეხუთე ტიტულს უმიზნებდა უიმბლდონზე, აგნიეშკა რადვანსკას კი შეეძლო გამხდარიყო მეხუთე ქალი ჩოგბურთელი, რომელსაც ეს ტურნირი იუნიორებშიც ექნებოდა მოგებული და უფროსებშიც.

მთავარი ინტრიგა კი ის გახლდათ, რომ მატჩში წყდებოდა რეიტინგის პირველი ადგილის ბედი. ამ ტურნირამდე რადვანსკა მესამე ადგილზე ზემოთ არასოდეს ასულა კლასიფიკაციაში. ახლა კი მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა, ფინალის მოგების შემთხვევაში კი მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდებოდა.

სერენა უილიამსი ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი იყო. ამერიკელის მოწოდებებმა ყველას უდიდესი პრობლემა შეუქმნა. ექვსი მატჩის განმავლობაში მან 85 ეისი ჩააწოდა. შედარებისთვის, ჟო-ვილფრიდ ცონგამ ასევე ექვს მატჩში 86 ეისი მიითვალა, თუმცა ფრანგს გაცილებით მეტი პარტია ჰქონდა ნათამაშები.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ამერიკელის გამოცდილება. სერენასთვის ასეთი სიტუაცია ჩვეული გახლდათ, რადვანსკა კი პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. და ამ ფაქტორმა მართლაც გარკვეული როლი ითამაშა პირველ სეტში.

აგნიეშკა აშკარად შებოჭილი ჩანდა, ნერვიულობდა და ამის გამო ბრძოლა ვერ გაუმართა მეტოქეს. სერენა დამაჯერებლად ინარჩუნებდა თავის მოწოდებას, მიღებაზე კი მუდმივად ჰქონდა ბრეიკის შანსი.

მართალია, უილიამსს ისეთი სიზუსტე არ ჰქონდა, როგორც ვიქტორია აზარენკასთან ნახევარფინალში, მაგრამ ეს პოლონელს ვერ შველოდა. საბოლოოდ, მან ბოლოსკენ აიღო ერთი გეიმი, თორემ "მშრალი" ანგარიშით დამარცხდებოდა.

პირველი სეტის დასრულებისთანავე გაწვიმდა. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, არ გადაეხურათ კორტი და გამოდარებას დაელოდნენ. იძულებითი პაუზა პოლონელს ძალიან მოუხდა.

რადვანსკამ მოიგო მეორე პარტიის პირველი გეიმი, თუმცა იქვე ამერიკელმა ისევ მოიპოვა უპირატესობა და კვლავ იდეალურად დაიწყო მოწოდების შესრულება. ისე ჩანდა, რომ ფინალი ძალიან მალე დასრულდებოდა, მაგრამ ამ რთულ მომენტში პოლონელი საბოლოოდ დამშვიდდა და თავისი ჩოგბურთი შესთავაზა მეტოქეს.

რა თქმა უნდა, აგნიეშკას მეტოქის შეცდომებიც დაეხმარა. მოულოდნელად, უილიამსმა მნიშვნელოვან ბურთებზე ძალიან უხეში შეცდომების დაშვება დაიწყო, რადვანსკა კი თავისი კოზირების გამოყენებას შეუდგა. ამით მან ორჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება და პირველად 2011 წლის ავსტრალიის ღიას შემდეგ, "დიდ სლემზე" ქალების ტურნირების ფინალებში მესამე სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

ამერიკელს უკვე აღარ ჰქონდა უდავო ფავორიტის სტატუსი. რადვანსკა აშკარად აღმავლობის გზაზე იყო, თუმცა მან ამ სიტუაციის გამოყენება ვერ შეძლო.

სერენამ მალე აიყვანა ხელში საკუთარი თავი და შეამცირა შეცდომების რაოდენობა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეოთხე გეიმმა, რომელშიც უილიამსმა ოთხი ეისი ჩააწოდა და გეიმი 48 წამში მოიგო.

სხვათა შორის, სწორედ ამ გეიმის შემდეგ გადალახა ამერიკელმა 100 ეისის ზღვარი და გაუსწრო ფილიპ კოლშრაიბერს - მამაკაცთა ლიდერს ტურნირზე ეისების რაოდენობით! ამერიკელმა ისევ კომფორტულად იგრძნო თავი კორტზე, აგნიეშკა კი დაიბნა.

მან დათმო საკუთარი მოწოდება და იმის ნაცვლად, რომ მიღებაზე ებრძოლა, მალე მეტოქეს კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა. სერენა ერთხელაც არ მოდუნებულა თავის მოწოდებაზე და მალე კარიერაში 42-ე ტიტული გაიფორმა - 6:1, 5:7, 6:2.

უმძიმესი ტრავმის შემდეგ სერენამ პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. მისთვის ეს უკვე მე-14 ტრიუმფია "დიდ სლემზე". რაც შეეხება კლასიფიკაციას, სერენა მეოთხე ჩოგანი გახდება. პირველ ადგილზე ვიქტორია აზარენკა დაბრუნდება. მის უკან კი რადვანსკა და მარია შარაპოვა არიან.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 6)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3) 6:1, 5:7, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...