სიენას "მონტეპასკის" პრეზიდენტს ფერდინანდო მინუჩის ქართველი ფორვარდის დამატება ძალიან უნდოდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მომავალ სეზონში იტალიური გრანდის, სიენას "მონტეპასკის" ღირსებას დაიცავს. ვიქტორს სიენელებმა ხელშეკრულება მაისში შესთავაზეს, თუმცა ქართველმა თავდამსხმელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ამასობაში განიხილა სხვადასხვა ვარიანტი, რომელთა შორის იყო სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკი", ესპანეთის "ვალენსია". ველოდით, რომ ამერიკული "სან ანტონიოც" გამოიჩენდა ინტერესს, რის შესახებაც ოკეანისგაღმური გაზეთები წერდნენ, თუმცა საბოლოოდ სანიკიძე მიდის იქ, სადაც მისდამი მეტი ინტერესი გამოავლინეს - "მონტეპასკიში".

სიენელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის სერიოზული ცვლილებები იგეგმება. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე პიანიჯანიმ, რომელიც თურქულ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა. რეფორმების შესახებ ილაპარაკა "მონტეპასკის" პრეზიდენტმა ფერდინანდო მინუჩიმ:

"ბო მაკალები და დევიდ ანდერსენი გაისად სიენაში არ ითამაშებენ. თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღეს კშიშტოფ ლავრინოვიჩმა და რიმანტას კაუკენასმაც. სეზონის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ ახალ პროექტს ვამზადებდით.

ჩვენი ამოცანა, კარგი შემადგენლობის შეკრებასთან ერთად, კლუბის ფუნდამენტის გამყარებაა.

ობრი კოულმენი, ვიქტორ სანიკიძე და ბენჟამინ ეზე? თანმიმდევრობით მივყვეთ. ეზის იმედი გვაქვს, მაგრამ მან ჯერ "მილანი" უნდა დატოვოს.

ძალიან გვინდა სანიკიძის დამატება, ძალიან. რაც შეეხება კოულმენს, იგი ამერიკელია. ჯერ იტალიელებსა და "ბოსმანის ზონის" კალათბურთელებს გავუფორმებთ ხელშეკრულებებს, შემდეგ ამერიკელებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში რჩება დევიდ მოსი".

ლიტვურმა გამოცემა "ბასკეტნიუსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვიქტორსა და "მონტეპასკის" შორის შეთანხმება მიღწეულია. აი, რა დაწერეს ლიტველებმა:

"სიენელები კონტრაქტს გაუფორმებენ 26 წლის 203 სმ სიმაღლის ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც გასულ სეზონში ბოლონიის "ვირტუსში" გამოდიოდა და საშუალოდ 12 ქულასა და 10.9 მოხსნას აგროვებდა.

სანიკიძის შემდეგ "მონტეპასკის" ხელმძღვანელობა ეზესა და კოულმენის დამატებაზე იზრუნებს".

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ერთია და უშუალოდ სანიკიძის ნათქვამი მეორე.

დავინტერესდით, რამდენად რეალურია ლიტვური გამოცემის ინფორმაცია და 8 ივლისს ვიქტორ სანიკიძეს დავუკავშირდით.

- კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, თუმცა ბევრი რამ შეთანხმებულია. თამაში "მონტეპასკიში" გადავწყვიტე და ხელშეკრულებას ამ დღეებში მოვაწერ ხელს, - გვითხრა ვიქტორ სანიკიძემ.

სანიკიძის დასტური: სიენას მონტეპასკი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო