სამწუხაროდ, ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი, მე-7 მაეგაშირა გაგამარუ მონღოლ შოტენროსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა
8 ივლისს ნაგოიაში გაიხსნა წლის მე-4 სუპერტურნირი, ივლისის ბაშო. სამი ჩვენებურიდან ორმა გამარჯვებით დაიწყო 15-დღიანი ტურნირი.

აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა შოჰოზანს ხვდებოდა, რომელმაც ჯიქურ შეუტია ჩვენებურს, თუმცა მეტოქის დარტყმები აიტანა და ის დოჰიოზე დააგდო.

ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი, მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ შოტენროსთან ორთაბრძოლაში დამარცხდა. მართალია, მან მეტოქის მავაში ხელთ იგდო, მაგრამ მარცხნიდან კონტრშეტევა გაეპარა და ფეხზე ვეღარ დადგა. ძურიოს დივიზიონში მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია).

8 ივლისს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ და ყველა ოძეკიმ მოიგეს თავიანთი შეხვედრები, თუმცა მონღოლს ძალიან გაუჭირდა ტოიონოშიმას დამარცხება და კინაღამ მილიონი იენიც დაკარგა, რომელიც ამ შეხვედრაში გამარჯვებულს ერგებოდა.

მათ შერკინებაში ხელმეორე ორთაბრძოლა დაინიშნა, რადგან პირველში მსაჯებმა ვერაფრით დაადგინეს, ვინ იმარჯვა. დღეს ტოჩინოშინი ოს არანს შეხვდება, ხოლო გაგამარუ - მე-6 მაეგაშირა ტოსაიუტაკას.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-მიოგირიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (ოკურიდაში), ბარუტო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-აოიამა (ოშიდაში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ვაკაკოიუ-გოეიდო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), არანი-ტაკეკაძე (კოტენაგე), შოტენრო-გაგამარუ (ცუკიოტოში). ძურიო: კოკაი-კოტოიუკი (ჰატაკიკომი).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ბარუტო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, კოტოოშუ-გოეიდო, კაკურიუ-აოიამა, კისენოსატო-ოკინოუმი, ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ, შოჰოზანი-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-არანი, გაგამარუ-ჰომაშო. ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა.

ორმა მოგებით დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად