ჩვენებური ვარშავის ქრისტინა რაძიკოვსკას მე-2 საერთაშორისო მემორიალზე შესანიშნავად ასპარეზობს
ვარშავაში 9 ივლისს დამთავრდება ქრისტინა რაძიკოვსკას მე-2 საერთაშორისო მემორიალი, რომელშიც მთავარი პრიზისთვის სამი ქვეყნის 10 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი იბრძვის წრიული სისტემით.

ტურნირზე შესანიშნავად თამაშობს ქართველი დიდოსტატი ინგა ჭარხალაშვილი, რომელმაც 8 ივლისს შავი ფიგურებით მასპინძელ ალექსანდრა ლაჩს მოუგო და 6,5 ქულით, ფაქტობრივად, პირველობა გაინაღდა.

ნინო ბაციაშვილმა თეთრებით სოფიო გვეტაძე დაამარცხა და ჰოლანდიელ ანე ჰაასტის მძლეველ კარინა ჰოროვსკასთან ერთად 4,5-4,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

მომხიბლავი საპრიზო ფონდით

ფილადელფიაში (აშშ), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი, გამარჯვებული მიიღებს 20 000-ს) გასულ უქმეებზე ორი ტურის პარტიები გათამაშდა.

ქართველ დიდოსტატთაგან გიორგი ყაჭეიშვილმა და თამაზ გელაშვილმა მონაგარს 1,5-1,5 ქულა შესძინეს: ყაჭეიშვილმა შიამ ნიხილს (ინდოეთი) სძლია და ალექსანდრ სტრიპუსკის (აშშ) დაუზავდა, გელაშვილმა კი იაკოვ ნოროვიჟს (აშშ) მოუგო და ალოჟი იანკოვიჩს (ხორვატია) შეუთანხმდა ყაიმზე.

ჩვენებურებმა შვიდი შესაძლებლიდან 5-5 ქულას მოუყარეს თავი და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერებს - ივან სოკოლოვსა (ჰოლანდია) და ალექსანდრ შაბალოვს (აშშ) თითო ქულით ჩამორჩებიან.

თანამემამულეებს მხარი ვერ აუბა დიდოსტატმა მიხეილ კეკელიძემ. ხუთი ტურის შემდეგ იგი ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო ორი ორთაბრძოლა დათმო - შესაბამისად, მარინ ბოსიოჩიჩთან (ხორვატია) და რეი რობსონთან (აშშ). 4 ქულით მას 38-ე ადგილი უკავია.

შარშან მსგავს შეჯიბრებაში გატა კამსკიმ და მაიკლ ადამსმა გაიყვეს პირველ-მეორე ადგილები.

სიბაშვილი მეწინავეობს

დასასრულს უახლოვდება ახალგაზრდა მოჭადრაკეთა დუბაის მე-11 ჩემპიონატი, რომელშიც 16 ქვეყნის 163 წარმომადგენელს შორის 4 ჩვენებურია.

გამორჩეულად თამაშობს გიორგი სიბაშვილი, რომელმაც მე-7 ტურში საფარმირატ ათაბაიევს (თურქმენეთი) სძლია და 6,5 ქულით პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი უკრაინელმა ვოლოდიმირ ვეტოჩქომ: მან აზერბაიჯანელი ერთპიროვნული ლიდერი ნარმინ მამადოვა დაამარცხა და უარესი კოეფიციენტით მე-2 ადგილზეა.

მეწინავეებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან შანეფეს მერედოვი (თურქმენეთი), ნარმინ მამადოვა, ალ-რაშედ მაიედი (საემიროები) და რაია სავაითი (ინდოეთი). 5,5 ქულა მოაგროვა ექვსმა მოჭადრაკემ. მათ შორის უკეთესი კოეფიციენტი აქვს ნინო ხომერიკს - იგი მე-7 ადგილზეა. ანა თედოშვილმა და მარიამ მჟავიამ 4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი.

ტურნირზე შვეიცარიული სისტემით 9 ტური გათამაშდება.

ლიდერები ფრთხილობენ

ესპანურ ბარბერაში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი დიდოსტატი ლევან აროშიძეც მონაწილეობს. ოთხი ტურის შემდეგ ჩვენებური 2,5 ქულით მეწინავეთა ჯგუფში იმყოფებოდა.

მე-5 ტურში იგი შავი ფიგურებით კუბელ ანგელ გუერას დაუზავდა. ლიდერთა 9 პარტიიდან 6 ყაიმით დასრულდა. მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს: ხოზე გონსალესი-მაქსიმ ტუროვი, პერეს ქესადა-არიან გონსალესი, ჰოლდენ ჰერნანდესი-კარლოს გომესი, კამილო რიოსი-ლუის არისმენდი, მიგელ მუნოსი-ენრიკე კოლონი, ხოლო ფერნანდო პერალტამ როლანდო ალარკონს, დანიელ ალსინამ კი ირინა ბულმაგას აჯობა.

ამდენად, ხუთი ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულით ტუროვი, პერალტა, ალსინა, ესკობარი, ხოსე და არიან გონსალესები დაწინაურდნენ. 13-მა მოჭადრაკემ, მათ შორის - აროშიძემ, 3-3 ქულას მოუყარა თავი. მე-6 ტურში აროშიძე კუბელ ალექსეი ფერნანდესს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად