სამწუხაროა, რომ ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედომ" დამაჯერებელი ფეხბურთი ვერ აჩვენა და "აქტობესთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა
სამწუხაროა, რომ ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედომ" დამაჯერებელი ფეხბურთი ვერ აჩვენა და "აქტობესთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

1:1 შემდეგ ეტაპზე გასვლის უფრო მეტ შანსს მეტოქეს უტოვებს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მოხდა ის, რაც ყველაზე დასანანია - მეტოქეს ისტორიის დაწერაში ვეხმარებით.

"ფრე, რომელიც გვაწყობდა", - ასეთი სათაურით დაიბეჭდა წერილი ყაზახურ ინტერნეტგვერდ "სპორტს"-ზე, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ ყაზახები ჩვენთან გადიდგულდნენ.

"ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები და სპეციალისტები "აქტობესგან" ქუთაისში, მინიმუმ, ფრეს მაინც ველოდით. ამ მინიმუმს აქტობელებმა საქართველოში მიაღწიეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაშავდა თავდამსხმელი ალექსანდრე გეინრიხი, რომლის ფუნქციებსაც მისმა უზბეკმა თანამემამულემ, ნახევარმცველმა მარატ ბიკმაევმა მშვენივრად გაართვა თავი და ანგარიში გაათანაბრა.

1:1 გასვლაზე ყაზახური კლუბისთვის სავსებით კომფორტული ანგარიშია. ვერაფრით გავუგებ აქტიუბინსკელებს, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მეტოქეს ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე თუ გაუშვებენ", - წერს ყაზახი ჟურნალისტი.

ვახ, მართლაც, დრონი, დრონი... სამწუხაროდ, ყაზახებს უკვე ქართველებთან დამარცხება ეთაკილებათ. აღარ ღირს ახლა იმის შეხსენება, იყო დრო, ჩვენთან მინიმალური ანგარიშით წაგებაც ახარებდათ.

მაგრამ ჩვენივე ბრალიც არის და აზიელების გამდიდრების შედეგიც: ამ არასაფეხბურთო ქვეყნის ფეხბურთში იმხელა ფული დააბანდეს, ნელ-ნელა მადაზე მოვიდნენ და რამაზ შენგელიას, თენგიზ სულაქველიძის, თამაზ კოსტავას, რევაზ ძოძუაშვილის, ძმები ნოდიების, მალხაზ ასათიანისა და მიხეილ აშვეთიას გამზრდელ კლუბთან გასვლაზე ფრე ლოგიკური ჰგონიათ.

მაგრამ მაინც, ჩვენი მწირი ფინანსებითაც შესაძლებელია მათი ძლევა. შარშან რუსთავის "მეტალურგმა" პავლოდარის "ირტიშთან" ეს შეძლო. ქუთაისელებსაც არ აქვთ იმედი გადაწურული - "აქტობე" გრანდი არ არის და ქუთაისშიც გამოჩნდა, რომ მეტი სითამამით მათი დამარცხება შეუძლებელი არ იყო.

ახლა ყაზახები "აქტობესგან" მოგებას ელიან და კარგი იქნება, იმედს თუ გავუცრუებთ - ეს ჩვენი ღირსების საქმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება

ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო

odala
რატომ გადიდგულდნენ? თუ უყურეთ თამაშს არ პიქრობთ რომ სჯობდნენ ქუთაისურ გუნდს? 3:0-ს რომ დაადებენ სახლში ტორპედოს მერე მოხვალთ თქვენც აზრზე.
დუდუ
ფული ჩადეს, გასაგებია, მარა მარტო ფული საქმეს რო არ შველის, "დინამოს" მაგალითზეც ჩანს. აქ ფეხბურთი ტაკიმასხარების ხელშია და რა დღეშიცაა, კი ხედავს ყველა.
zveli gulshematkivari
მერაბ, ყველაფერს ლოგიკიდან გამომდინარე წერენ. ქუთაისმა რომ უსუსრად ითამაშა რა, არ არის მარტალი? თამაშიდან გამომდინარე უნდა წაეგო საერთოდ. რაც შეეხება თქვენს კომენტარს "ვახ, მართლაც, დრონი, დრონი... სამწუხაროდ, ყაზახებს უკვე ქართველებთან დამარცხება ეთაკილებათ. აღარ ღირს ახლა იმის შეხსენება, იყო დრო, ჩვენთან მინიმალური ანგარიშით წაგებაც ახარებდათ". სასაცილოა ამ ფრაზების წაკითხვა, სხვა არაფერი. გირჩევ გამოხვიდე საბჭოთა პერიოდიდან და ყველაფერს "დინამოს" ანუ მაშინდელ საქართველოს ნაკრებს ნუ ადარებ.
rosoneri_95
გეგუჩა არაა ის მწვრთნელი რო ყაზახებთან ასე უცერემონიოდ წააგოს და გამოვარდეს, რაღაცას მოიფიქრებს მე დარწმუნებული ვარ. და თუნდაც ამ შემადგენლობით აქტიობეს დამარცხება შეიძლება...
kadzakh
აქტიუბინსკის ფეხბურთი მაგარია!!! მეორე ლიგის გუნდი იყო და იქედანაც ხან გავარდებოდა და ხან შემოდიოდა. ჩვენი მეორე ლიგის გუნდები ხომ უგებდნენ თითქმის შინ და გარეთ! რა დრო დადგა, სამარცხვინო!!!
ramo
ერთი მიზეზია ის რომ ყაზეხებს გაგანია სეზონი აქვთ, ხოლო მეორე მიზეზია ის რომ ქუთაისლებს ეგონათ ადვილად მოიგებდნენ, ზემოდან უყურებდნენ მეტოქეს, სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა