ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ექსტრატაიმში" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა
კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერმა" პირველ ეტაპზე ესტონეთში "ტრანსი" 5:0 გაანადგურა, შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ნაადრევად გაარკვია და განმეორებითი ფორმალური მატჩის შემდეგ ბერძნულ ტრიპოლისის "ასტერასს" შეხვდება.

ბერძნული კლუბის მთავარი მწვრთნელი გეორგიოს ხერიდისი ესტონეთში მატჩს დაესწრო და ქართველებით გადატენილ კლუბზე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ახლა კი "აზერისპორტმა" მისი ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ბერძენთა დამრიგებელმა უკვე მეორედ ისე ახსენა "ინტერის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი ადამია.

"დასამალი რა არის, "ინტერზე" მწირი ინფორმაციის გამო ბევრი არაფერი ვიცოდი. ვფიქრობდი, რომ "ინტერი" გაიმარჯვებდა, მაგრამ მეტოქის გარკვევას მეორე შეხვედრის შემდეგ ველოდი. აღმოჩნდა, რომ რეალურად "ინტერი" საბერძნეთის სუპერლიგის დონის კლუბია.

ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, ძალიან მომეწონა გიორგი ადამია. ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. ის გუნდში ყველაზე სახიფათო მოთამაშეა, სწრაფია და მცველებს თავბრუს ახვევს და "ასტერასისთვის" რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

მომეწონა სლავჩო გეორგიევსკი, მაგრამ რადგან ადამია თავდამსხმელია, ის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს.

...ძალიან მომეწონა გუნდის ორგანიზაცია, რა სწრაფად ახერხებდა "ინტერი" დაცვიდან შეტევაში გადასვლას, მაგრამ, ჩემი აზრით, ბაქოელთა სისუსტე დაცვის ცენტრშია. ზეწოლით მისი ნაკლი ვლინდება და ამის გამოყენებას შევეცდებით...

მიმაჩნია, რომ ჩვენს დაპირისპირებაში შანსები 50/50-ზეა. წელს ევროთასებზე დებიუტი გვაქვს და შევეცდებით, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ", - ამბობს ხერიდისი.

კახა ცხადაძემ კი "ექსტრატაიმში" გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. საინტერესო გამოდგა კითხვა იმ თემაზე, რაზეც აზერბაიჯანულ მედიაში ხშირად იწერება - ფაქტია, რომ კარგი მწვრთნელი ბრძანდებით, მაგრამ ადგილობრივ ადათ-ჩვევებს პატივს არ სცემთ და ზოგჯერ ცუდადაც ავლენთ თავს, რაც სატელევიზიო რეპორტაჟებშიც ბევრჯერ გამოჩნდაო.

"ფეხბურთი ემოციური სპორტია და შეუძლებელია, რეაგირება არ მოახდინო უსამართლობასა და რიგ გადაწყვეტილებებზე.

ყველა მწვრთნელი თავისებურად ნერვიულობს. ერთი მშვიდად ზის სათადარიგოთა სკამზე, მეორე კატეგორია კი ემოციურად რეაგირებს მომხდარზე.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დარჩეს. მე კი არ მაქვს პრობლემა არც მწვრთნელებთან და არც იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც მოვლენებს ობიექტურად აშუქებენ და ჩვენს თამაშს სამართლიანად აკრიტიკებენ".

საინტერესო იყო ეს კითხვაც - რა რეაქცია გექნებათ, თქვენს ვაჟს აზერბაიჯანის ნაკრებში თამაში რომ შესთავაზონო?

"ჩემი შვილი საკუთარ ბედს თავისით გადაწყვეტს. ის უკვე დიდი ადამიანია და მის ცხოვრებაში არ ვერევი", - თქვა ცხადაძემ და ამ დიპლომატიური მანევრით პასუხი თავიდან აიცილა.

ცხადაძეს რომ აზერბაიჯანის ნაკრებში ეთამაშა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შთამბეჭდავი "ინტერი" - აზერბაიჯანი საერთაშორისო სარბიელზე ქართველებმა ასახელეს

რატომ თქვა გიორგი ადამიამ უარი ლენქორანის "ხაზარში" ბევრად მაღალ ხელფასზე

"აზერისპორტი": ბაჩანა ცხადაძემ დაამტკიცა, რომ ბაქოს "ინტერში" მამის გამო არ ათამაშებენ

"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"

კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"

"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"

azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში

tfui
bolnisis sionis mwvrtneli roca iyo da yvela tamashi iyida da shercha egec eyofa amas. koka mikuchadze ro gaushva gundidan da tavis shvili atamasha sircxvilia es kaci qartuli fexburtis. daitovon azebaijanshi samudamod :)))
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა