9 ივლისს ვესტმინსტერის საოლქო სასამართლოში ლონდონის "ჩელსის" კაპიტნის საქმის მოსმენა დაიწყო
9 ივლისს ვესტმინსტერის საოლქო სასამართლოში ლონდონის "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის საქმის მოსმენა დაიწყო. ტერის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდის მისამართით რასობრივ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერის და ფერდინანდის მონაწილეობით ინციდენტი გასულ სეზონში, 23 ოქტომბერს, პრემიერლიგის მატჩში მოხდა. საქმეს პოლიცია იძიებდა და 31 წლის ტერის ბრალდება წაუყენეს.

მოსმენაზე, რომელიც ხუთ დღეს უნდა გაგრძელდეს, თავად ტერიც მივიდა, თავისი ადვოკატის თანხლებით. ფეხბურთელმა სასამართლოს განუცხადა, რომ ფერდინანდს პასუხი გასცა იმის შემდეგ, რაც მან თავს ტერისთვის დაუქორწინებლობის გამო დაცინვის უფლება მისცა. ტერის ყოფილი თანაგუნდელის და ინგლისის ნაკრებში პარტნიორის, უეინ ბრიჯის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, ვანესა პერონსელთან ინტიმურ ურთიერთობაში ადანაშაულებდნენ.

ტერი არ უარყოფს, რომ თავს ფერდინანდის შეურაცხყოფის უფლება მისცა, მაგრამ ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის ფრაზა გაიმეორა, რომელიც ფერდინანდმა თქვა და ჰკითხა, როგორ უწოდებდნენ მას...

საინტერესოა, რომ ტერის ბრალეულობის აღიარების შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელი, 2.5 ათასი ევროთი დაჯარიმება ელის.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო