დორტმუნდის "ბორუსიის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდეს
გერმანელი ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებში ლუკას პოდოლსკის ადგილზე დორტმუნდელ კევინ გროსკროიტცს რომ ეთამაშა, შესაძლოა, ბუნდესგუნდს იტალიასთან არც წაეგო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იმაზეც ბჭობენ, რომ ბუნდესნაკრების ძირითადში თამაშის ახალი დორტმუნდელი და ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისიც იმსახურებდა - თომას მიულერის ნაცვლად.

მართალია, იოახიმ ლიოვმა სხვანაირად გადაწყვიტა, მაგრამ როისსა და გროსკროიტცს თავიანთი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დამტკიცების შანსი ახლა უკვე ერთად, "დორტმუნდში" მიეცემათ.

გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის ერთ-ერთ ლიდერს "ბილდის" კორესპონდენტი გაესაუბრა - გთავაზობთ ინტერვიუს 23 წლის კევინ გროსკროიტცთან.

- იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, მარიო გიოტცე, ივან პერიშიჩი და ახლა უკვე მარკო როისიც, რომელშიც 17 მილიონი ევროა გადახდილი - "ბორუსიას" ოთხი მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი ჰყავს, ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ასეთი ფეხბურთელის ადგილია. ჰერ გროსკროიტც, ხომ არ გეშინიათ, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოგიწევთ?

- სამი წელია, "ბორუსიას" სასტარტო შემადგენლობაში ვთამაშობ. ამ სამი სეზონიდან ორჯერ გერმანიის ჩემპიონები გავხდით და ვფიქრობ, თუ მაქსიმალურად დავიხარჯები, ძირითადიდან ამოვარდნის არ უნდა მეშინოდეს. ხომ იცით, მე ყოველთვის მოტივირებული ვარ და თავს არასდროს ვზოგავ. ამიტომაც მჯერა, რომ სკამის ხეხვა არ მომიწევს.

- მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ახლა თქვით, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაგიყვანათ. კიდევ გიხილავთ ბუნდესგუნდში?

- პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების განაცხადში ყოფნას ვიმსახურებდი, თუმცა მწვრთნელმა ჩემი წაყვანა საჭიროდ არ მიიჩნია.

ჯერ ახალგაზრდა ვარ და რა თქმა უნდა, მაქვს იმის იმედი, რომ ლიოვი გამომიძახებს ხოლმე. იოგის ზარს ნაკრების ყველა თამაშის წინ დაველოდები და მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბუნდესგუნდში თამაში დავიმსახურო.

- "დორტმუნდი" როისთან ერთად უფრო ძლიერია?

- ორი აზრი არ არსებობს: მარკო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შინჯი კაგავა დავკარგეთ...

თუმცა როისის ტრანსფერი ძალიან მიხარია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს იდეალურად მოერგება. "დორტმუნდი" მასთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი იქნება.

- ანუ, ბუნდესლიგას თქვენი მომავალ სეზონშიც უნდა ეშინოდეს?

- ფაქტია, რომ ისევ ძალიან მაგრები ვართ და ამ სეზონშიც გულრწფელ, ვნებიან და ემოციურ ფეხბურთს ვითამაშებთ. ამასთან, "ბორუსიას" ახალწვეულებიც გააძლიერებენ.

- ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაშიც უკეთ ითამაშებთ?

- იმედი გვაქვს, რომ ჯგუფიდან ამჯერად მაინც გავალთ. მეტიც: ახლა უკვე ვალდებულები ვართ, რომ მინიმუმ მერვედფინალში გავაღწიოთ, რადგან გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ ჯგუფში არ უნდა ჩარჩეს.

ვფიქრობ, უკვე საკმარისად ძლიერები ვართ იმისათვის, რომ ევროპის ტოპ-კლუბებიც გავამწაროთ. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში სირცხვილი ვჭამეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ბუნდესლიგა რეკორდული შედეგით დავიპყარით - სურათებს რომ ვათვალიერებ ხოლმე, თმები ყალყზე მიდგება. 81 ქულით გავხდით ჩემპიონები და თასიც მოვიგეთ - ეს ისტორიული მიღწევა იყო.

- სულით ხორცამდე დორტმუნდელი მათიას ზამერი "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. რეკორდმაისტერს BVB-ს გენებს ხომ არ გადაუნერგავს?

- ზამერი ბრწყინვალე ადამიანი და საუკეთესო პროფესიონალია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნი" მის ხელში გაცილებით ძლევამოსილი იქნება.

ბავშვობაში მათიასი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო - პირველ რიგში იმიტომ, რომ ყოველთვის უდიდესი თავდადებით იბრძოდა და არცერთ ორთაბრძოლას არ გაურბოდა.

- ამას წინათ განაცხადეთ, შეიძლება "ბორუსიას" ლოგო ამოვისვირინგოო...

- ამაზე მართლაც ვფიქრობ, რადგან "დორტმუნდი" ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი გუნდი იყო და სიკვდილამდე ასე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა