მარინის შეძენის შემდეგ "ჩელსის" კიდევ ერთი ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის ყიდვა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა
მარკო მარინის შემდეგ, რომელიც ლონდონში ბრემენის "ვერდერიდან" გადავიდა, "ჩელსის" კიდევ ერთი ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის ყიდვა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ლევერკუზენის "ბაიერის" გენერალურმა მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 21 წლის გარემარბ ანდრე შიურლეში, მინიმუმ, 20 მილიონ ევროს იხდიდა.

"დიახ, "ჩელსის" ხელმძღვანელებმა კონკრეტული წინადადებით მოგვმართეს და მზად იყვნენ, ანდრეს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაეხადათ.

ვფიქრობ, მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში 25 მილიონსაც კი გადაიხდიდნენ, მაგრამ ჩვენ უარი შევუთვალეთ, რადგან შიურლე ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

ცხადია, აზრი თავად ანდრესაც ვკითხეთ და მანაც გვითხრა, "ლევერკუზენში" დარჩენას ვამჯობინებო. ვფიქრობ, ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან "ჩელსი" ან სხვა გრანდები არსად გაიქცევიან, განვითარების საუკეთესო შანსი კი შიურლეს ჩვენთან აქვს," - აცხადებს 62 წლის ჰოლცჰოიზერი.

"ბაიერის" ბოსმა ისიც დაადასტურა, რომ "ტვენტეს" 21 წლის გოლეადორის, ლუუკ დე იონგის გადაბირებაზე ფიქრობს:

"მას დიდი ხანია ვაკვირდებით და ძალიან მოგვწონს. შედგება თუ არა ტრანსფერი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული."

ჰოლცჰოიზერთან ერთად, თემას ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერიც გამოეხმაურა:

"შიურლეს გაყიდვა ჩვენს გუნდს ნამდვილად შეასუსტებდა და თანაც, ეს ფანებსაც არ მოეწონებოდათ," - აღნიშნა 52 წლის "რუხმა მგელმა".

ჰოლცჰოიზერმა კი "კიოლნერ ექსპრესს" ისიც დაუდასტურა, რომ "ლევერკუზენს" "რეალის" ახალგაზრდა ტალანტის, დანიელ კარხავალის გადაბირება უნდა, რაზეც "ლელო" რამდენიმე დღის წინაც წერდა. "კარხავალი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი უნიჭიერესი მარჯვენა მცველია, რომელიც შეტევაშიც ძალიან ეფექტურად ერთვება ხოლმე," - ამბობს ჰოლცჰოიზერი. ესპანური "მარკა" წერს, 20 წლის კარხავალის "ბაიერში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია და გერმანელები "რეალს" 5 მილიონ ევროს ჩაუთვლიანო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა