ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. პარასკევს რუსთავში "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების (0:1) შემდეგ, რამაზ მუმლაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა...

ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. პარასკევს რუსთავში "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების (0:1) შემდეგ, რამაზ მუმლაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

2007/08 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელმა "ტორპედოში" ცნობილი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი მიიყვანა. გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 14 საკონტროლო შეხვედრა გამართა, არც ისე ურიგო ფეხბურთი აჩვენა და გულშემატკივართა იმედებიც საფუძვლიანი ჩანდა, მაგრამ... საჩემპიონო დავას ვინ ჩივის, 7 ტურის შემდეგ "ტორპედოს" მოგება არ აქვს და ცხრილის ფსკერიდან თავის დახსნას ცდილობს.

სხვა გვერდზე წაიკითხავდით - მუმლაძე "ტორპედოს" დუბლების მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ შეცვალა. გიგატაძე ამ ფუნქციას გასულ სეზონშიც ასრულებდა და "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში გიორგი სუხიაშვილსა და იასონ ბზიკაძესთან ერთად დააბრუნა.

როგორც გავიგეთ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ის დროებით შეასრულებს. კლუბის მეპატრონეებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. ჩვენი ინფორმაციით, მათი წარმომადგენელი ჰაიფას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გიორგი დარასელიას დაუკავშირდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გიორგის დავუკავშირდით:

"ქუთაისის "ტორპედოდან" მართლა დამიკავშირდნენ, მაგრამ არა ხელმძღვანელები, არამედ - მათი წარმომადგენელი. ეს პიროვნება დაინტერესდა - რამე რომ იყოს, ჩვენთან არ იმუშავებდიო? მე ჩემი სამუშაო პირობები ვუთხარი და ლაპარაკიც ამით დასრულდა. ეს იყო წინასწარი მოლაპარაკება და მეტი არაფერი. კონკრეტული არც პასუხი მითქვამს და არც წინადადება ყოფილა", - გვითხრა გიორგი დარასელიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"