საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ბათუმის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი კაჭკაჭიშვილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ორგზის ჩემპიონს ახალწვეული ჰყავს - 21 წლის ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუ გახსოვთ, "ლელო" ადრეც წერდა, რომ კაჭკაჭიშვილმა "ბათუმი" დატოვა და "ზესტაფონში" აპირებდა გადასვლას. გიორგი თავისუფალი აგენტი არ ყოფილა და მისი "ზესტაფონში" გადასვლა, სავარაუდოდ, კლუბებს შორის მოლაპარაკების გამო გაიწელა.

189 სმ სიმაღლის კაჭკაჭიშვილი 2009/10 წლებში უკვე იყო "ზესტაფონში". მანამდე კი თბილისის "დინამოს" მეორე გუნდში თამაშობდა.

კაჭკაჭიშვილმა კარგად ჩაატარა 2011/12 წლების სეზონის მეორე ეტაპი, პლეი აუტშიც რიგიანად წარმოაჩინა თავი და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.

მას კარგი თვალით უყურებდა ბათუმელთა დამრიგებელი გია გურულიც, მაგრამ ამ მცველს გაცილებით უკეთეს და ამბიციურ გუნდში გადასვლის შანსი მიეცა და გამოიყენა კიდეც.

კაჭკაჭიშვილს "ზესტაფონში" 33-ნომრიანი მაისური შეხვდა.

ფორმალობა მოგვარდა: კაჭკაჭიშვილი ფეროელია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" რუმინულ გრანდთან უგოლო ფრეს დასჯერდა

შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის

"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში

ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ

ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

Ditvina
21 წლისაა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა