ბათუმში 8-18 წლის მოჭდრაკეთა ევროპის ჩემპიონატების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე რამდენიმე ჩვენებური სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს...
ბათუმში 8-18 წლის მოჭდრაკეთა ევროპის ჩემპიონატების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე რამდენიმე ჩვენებური სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

8-წლიანებში სანდრა კაპანაძე და მაია ბეჭვაია 6-6 ქულით ეკატერინა კოლცევასთან (რუსეთი) ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფენ. ბიჭებში ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ლუკა ობოლაძე.

10-წლიანებში ნატა ჯიბუტი ერთპიროვნულად მეწინავეობს. თითო ქულით ნაკლები აქვთ ნინო ჯალაღონიას, ელენე კოსტავას და მარიამ დოლიძეს. ამ ასაკის ქართველ ბიჭებს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი, ფაქტობრივად, არ შერჩათ.მსგავსი სიტუაციაა 12 წლის გოგონებშიც, თუმცა აქ არც ვაჟებს აქვთ უკეთესი მდგომარეობა, რადგან 5-ქულიანი ნოე თუთისანის შესაძლებლობანი მინიმალურია.

14-წლიან გოგონებში 6 ქულით ერთპიროვნულად ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი) მეწინავეობს. თეკლა მაჭარაშვილმა და ნატო იმნაძემ 5,5-5,5 მოუყარეს თავი და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. ვაჟებში ირაკლი ბერაძეს მედლისთვის ბრძოლა კერ კიდევ შეუძლია.

16-წლიან გოგონებში 6 ქულით პირველ ადგილზეა მერი არაბიძე. 5,5 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით მარიამ დანელია მეორეა. ვაჟებში ნოდარ ლორთქიფანიძემ 5 ქულა მოაგროვა. ერთპიროვნულ ლიდერს ქულით, მეორე-მეოთხეადგილოსნებს კი ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება.

18-წლიანებში ქეთი წაწალაშვილი 5,5 ქულით ხაიალა აბდულასთან (აზერბაიჯანი) ერთად გათამაშების ცხრილის სათავეშია. ქულით ნაკლები აქვს ფატმან რიჟამაძეს. ვაჟებში 4,5-ქულიან ზურაბ ჯავახაძეს სამველ ტერ-პეტროსიანი (სომხეთი) და ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი) 1,5-1,5 ქულით უსწრებენ.

დღეს მერვე ტურის პარტიები გაიმართება, რომელთა შედეგები გათამაშების ცხრილებში მეტ სიცხადეს შეიტანს.

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე