ქუთაისში 8-12 წლის მოჭადრაკეთა ევროპის თასის გათამაშებაში 9 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს
ქუთაისში 8-12 წლის მოჭადრაკეთა ევროპის თასის გათამაშებაში 9 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შვიდი ტური გამოავლენს. პირველ-მეხუთე ადგილებზე გასულთ ჯილდოებად, შესაბამისად, ნოუთბუქი, ნეთბუქი, მობილური ტელეფონი, აიპოდი და ფოტოაპარატი ელით.

უკვე მიილია 4 ტურის პაექრობები. გაგაცნობთ სატურნირო მდგომარეობას ასაკების მიხედვით:

8-წლიანები. გოგონები. ნია დოღვანი, ლილე გუმბერიძე (ორივე - საქართველო) - 4-4 ქულა.

ბიჭები. ნიკოლოზ კაჭარავა (საქართველო), სადიგ საგაიევი (აზერბაიჯანი) - 4-4, აჰმად აჰმადზადე (აზერბაიჯანი), ნიკოლოზ კევლიშვილი (საქართველო) - 3,5-3,5 ქულა.

10-წლიანები. გოგონები. თამარ ესაძე (საქართველო) 4, ზეინაბ ისმაილზადე (აზერბაიჯანი), ანასტასია სიდამონიძე (საქართველო) - 3,5-3,5 ქულა.

ბიჭები. აბდულა ქადიმბაილი (აზერბაიჯანი) - 4, არტიომ ტრუბთანინოვი (რუსეთი), გიორგი ელაშვილი (საქართველო) - 3,5-3,5 ქულა.

12-წლიანები. გოგონები. ნინო ჯალაღონია - 3,5, მარიამ წამალაშვილი, ნატა ჯიბუტი (სამივე - საქართველო), ანი ივანიანი, მარიამ ავეტისიანი (ორივე - სომხეთი) - 3-3 ქულა.

ბიჭები. აშოტ ფარვანიანი (სომხეთი) - 4, გურამ ჭელიძე, გურამ კოკაია (ორივე - საქართველო) - 3,5-3,5 ქულა.

10 ივლისს მე-5 ტურის პარტიები გაიმართება.

ოქრო კოეფიციენტმა დააკარგვინა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 9 ივლისს დამთავრდა მოზარდთა დუბაის მე-12 საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობდა. განსაკუთრებით გიორგი სიბაშვილმა იყოჩაღა: მერვე ტურში იგი უკრაინელ ვოლოდიმირ ვეტოშკოს დაუზავდა, 9 ივლისს კი შავი ფიგურებით შანეფეს მერედოვს მოუგო და 8 ქულა მოაგროვა, როგორც ალ-რაშედი მაიედის მძლეველმა ვეტოშკომ, ოღონდ უკრაინელს უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და პირველ ადგილზე გავიდა. ვერცხლის მედალი სიბაშვილს ხვდა.

7-7 ქულა 8 მოჭადრაკემ მოაგროვა, მათ შორის - ნინო ხომერიკმა, რომელიც ბოლო ტურში სიავოშ ვაიდანის დაუზავდა.

ქართველ გოგონას სხვებზე უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და ბრინჯაოს მედალი ერგო. ანა თოდაშვილმა 6,5 ქულით მე-12, ხოლო მარიამ მჟავიამ 4,5 ქულით 70-ე ადგილები დაიკავეს.

ორ მასპინძელსაც აჯობა

ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულით ვარშავაში კრისტინა რაძიკოვსკას მე-2 მემორიალი ქუთაისელმა დიდოსტატმა ინგა ჭარხალაშვილმა მოიგო. არადა, ტურნირში პოლონეთის ეროვნული გუნდის ორი წევრი გამოდიოდა.

ინგამ, ფაქტობრივად, ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ამიტომ გუშინ სწრაფადვე დაუზავდა მასპინძელ კლაუდია ვიშნიოვსკას.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი, რომელიც ბოლო დროს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. ნინომ გუშინ შავი ფიგურებით ჰოლანდიელი არლეტე ვან ვერსელი დაამარცხა.

5,5-5,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები პოლონეთის ნაკრების წევრებმა ივეტა რალიჩმა (ბოლო ტურში თანამემამულე პოროვსკას სძლია) და კარინა ჰოროვკამ გაიყვეს.

თბილისელმა დიდოსტატმა სოფიო გვეტაძემ იოლად მოუგო ანა ივანოვს (პოლონეთი) და 4,5 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

მართალია, ამდენივე ქულა ჰქონდა სწორედ ივანოვს, მაგრამ ჩვენებურმა უკეთესი კოეფიციენტით გაუსწრო. 3,5-3,5 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილები ვიშნიოვსკამ და ლაჩმა (ორივე-პოლონეთი) დაიკავეს, ხოლო ბოლო ორი ადგილი ჰოლანდიელებს - ანა ჰაასტსა (3) და არლეტე ვან ვერსელს (1,5) ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა