ვლადიმერ მუხანოვის შეგირდებმა გუნება-განწყობა ჩემპიონატში კიდევ უფრო გაიუმჯობესეს და კონკურენტ "ტარაზს" 4:1 მოუგეს
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" გასვლაზე ნაჩვენები 1:1-ის შემდეგ ყაზახური "აქტობეს" ფეხბურთელები მშვენიერ ხასიათზე იყვნენ.

ვლადიმერ მუხანოვის შეგირდებმა გუნება-განწყობა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში კიდევ უფრო გაიუმჯობესეს და კონკურენტ "ტარაზს" 4:1 მოუგეს.

პირველი ბურთი მე-8 წუთზე აქტიუბინსკელთა კარში გავიდა. თუმცა მე-20 წუთზე თემურ კაპაძემ ანგარიში მალე გაქვითა, მარატ ხაირულინმა (პენალტით, 36), სერგეი კოვალჩუკმა (42) და პიოტრ ბადლომ (50) კიდევ სამი გაიტანეს და "აქტობემ" 4:1 გაიმარჯვა.

აქტობელები 27 ქულით მე-6 ადგილიდან მე-5-ეზე დაწინაურდნენ და ევროსაგზურის ზონას მიუახლოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა და "აქტობეს" ჩემპიონობის იმედი გადაწურული სულაც არ აქვს - მუხანოვის გაწვრთნილები ლიდერ "ტობოლს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, ტურნირის დასრულებამდე კი 14 ტურია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში "აქტობესა" და "ტორპედოს" შორის განმეორებითი შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება.

აქტობემ მეტოქეს გადაუფრინა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება

ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად