ხანტი-მანსიისკში რუსეთის ქალთა პირველი ნაკრები მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საშუალო რეიტინგით ყველას უსწრებს და ასპარეზობის მთავარ ფავორიტადაც ითვლება...
ხანტი-მანსიისკში რუსეთის ქალთა პირველი ნაკრები მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საშუალო რეიტინგით ყველას უსწრებს და ასპარეზობის მთავარ ფავორიტადაც ითვლება. მასპინძლები ჯერჯერობით ვარაუდს ამართლებენ: IVტურში დრეზდენის ოლიმპიადის ჩემპიონ ქართველ ქალებს მოუგეს 2,5:1,5, შემდეგ მსგავსი ანგარიშით ასევე კონკურენტი ჩინელები დაამარცხეს და 5 ტურის შემდეგ ბულგარელთა მძლეველ (3:1) უკრაინელებთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

ჩრდილოელ მეზობლებთან დანებების მერე ჩვენს მანდილოსნებს ცხელ გულზე წილისყრამ აზერბაიჯანელების ნაკრები არგუნა. ამ გუნდმა შარშან ქართველებს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები დააკარგვინა (შეხვედრა ფრედ დამთავრდა). რუსებზე გაბრაზებულმა ჩემპიონებმა ჯავრი აზერბაიჯანელებზე იყარეს _ 4:0 დაამარცხეს: ზეინაბ მამედიაროვა (2234)-ნანა ძაგნიძე (2534) 0:1, ლელა ჯავახიშვილი (2451)-ტურკან მამედიაროვა (2301) 1:0, გულნარ მამადოვა (2293)-სალომე მელია (2439) 0:1, სოფიკო ხუხაშვილი (2422)-ნარგიზ უმუდოვა (2251) 1:0.

ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: რუმინეთი-უნგრეთი 1,5:2,5, აშშ-სლოვენია 2,5:1,5, ინდოეთი-ირანი 3:1, ინდონეზია-სერბეთი 1:3, საბერძნეთი-სომხეთი 1,5:2,5, პერუ-გერმანია 1:3, პოლონეთი-ავსტრია 4:0, რუსეთი (2)-კუბა 2,5:1,5, რუსეთი (3)-ჩეხეთი 3,5:0,5.

ხუთი ტურის შემდეგ 10-10 ქულით უკრაინა და რუსეთი (1) მეწინავეობენ. ლიდერებს თითო ქულით აშშ და უნგრეთი ჩამორჩება. 8-8 ქულა აქვს 12 ქვეყანას, მათ შორის _ საქართველოს, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზე იმყოფება.

გუშინ მოჭადრაკეები ისვენებდნენ. დღეს მე-6 ტურში დიდ ინტერესს იწვევს რუსეთი-1 (15)-უკრაინის (16) დაპირისპირება. საქართველოს ქალთა ნაკრები (16) ამერიკელებს (15, ირინა კრუში-2490, ანა ზატონკიხი-2480, თათევ აბრაჰამიანი-2352, კალიმე ბაკინსკაიტე-2328, საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი-2293) ხვდება. მეწინავეთაგან დანარჩენი გუნდები ასე დაწყვილდნენ: უნგრეთი (14)-პოლონეთი (16), რუსეთი-3 (15,5)-ჩინეთი (14,5), ინდოეთი (15)-იტალია (12,5), ბულგარეთი (12)-სერბეთი (15), სომხეთი (15)-რუსეთი-2 (13), შვეიცარია (12,5)-გერმანია (15).

საჭადრაკო ოლიმპიადის ერთგვარ სენსაციად იქცა საქართველოს ვაჟთა ნაკრების შედეგი. მას შემდეგ, რაც შაბათს ვიეტნამს 3,5:0,5 სძლია (ბაადურ ჯობავამ (2710), მერაბ გაგუნაშვილმა (2598) და ლევან ფანცულაიამ (2599), შესაბამისად, ლუმ ქუანგ ლი (2694), სონ ნგუენი (2633) და ჰაი დაო (2520) დაამარცხეს, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი (2628) დანგ ნგუენს (2500) დაუზავდა), ჩვენმა გუნდმა 10 ქულით პირველი ადგილზე გადაინაცვლა. მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვეს სომხებმა (რუსეთის მე-2 ნაკრებს მოუგებს 2,5:1,5) და უნგრელებმა (რუსეთის პირველ ნაკრებს აჯობეს 2,5:1,5), მაგრამ ჩვენები მეტოქეებს მოთამაშეთა მიერ მოგროვებული ქულებით (17) უსწრებენ. 9-9 ქულას მოუყარეს თავი უკრაინამ და ჰოლანდიამ. 10 ნაკრებს 8-8 ქულა აქვს. დღეს ქართველი დიდოსტატები სომხებს (15. ლევონ არონიანი-2783, ვლადიმირ აკოფიანი-2691, გაბრიელ სარგისიანი-2677, არმან პაშიკიანი-2693, ავეტიკ გრიგორიანი-2579) ეთამაშებიან. VI ტურში მეწინავეთა დანარჩენი წყვილები ასეთია: უკრაინა (15,5)-უნგრეთი (13,5), რუსეთი-2 (15,5)-ჰოლანდია (9), რუსეთი-1 (14)-ჩეხეთი (15,5), აზერბაიჯანი (15)-ინდოეთი (14), ვიეტნამი (15)-აშშ (14,5), პოლონეთი (15)-ესტონეთი (13,5), რუსეთი-3 (12,5)-საბერძნეთი (7 ქულა, 14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა