კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკიდან" ჩავი მარტინესის ტრანსფერისთვის თანხის მოპოვებას ამგვარად გეგმავენ
"ბარსელონა" შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობს.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ხორდი ალბას შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებაა საჭირო. მით უმეტეს, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობის გაძლიერება აშკარად სჭირდება. ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის შუა ხაზს სეიდუ კეიტას წასვლით საგრძნობი ზიანი მიადგა და დაცვის ცენტრის გაძლიერებაც აუცილებელია.

კატალონიურ კლუბში გადასვლის მთავარი პრეტენდენტი ბილბაოს "ატლეტიკის" უნივერსალური ფეხბურთელი ჩავი მარტინესია. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ბილბაოელები თავიანთ ლიდერს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, "ბარსელონას" კი ტრანსფერისთვის მხოლოდ 26 მილიონი აქვს.

სატრანსფერო ბიუჯეტში დეფიციტის აღმოფხვრას გუნდის ახალი თავკაცი ტიტო ვილანოვა აფელაის და ადრიანოს გაყიდვით აპირებს. ჰოლანდიელი შესაძლოა "ლილში" 8 მილიონი ევროს საფასურად გადავიდეს, ადრიანოს გადაბირებით კი ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

ასევე იხილეთ:

სეიდუ კეიტამ "ბარსელონა" დატოვა

სეიდუ კეიტას ჩინეთში უზრუნველი პენსია ელის

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად