ბრაზილიელი მესის არ ახსენებს, ევროპის ჩემპიონატს კი მუნდიალს უტოლებს
ბოლო ორი წელიწადია, რაც მთელი საფეხბურთო სამყარო ამ ბიჭზე საუბრობს - 20 წლის ნეიმარი ხომ უკვე თავისი კლუბის "სანტოსისა" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერია.

ნეიმარის უახლოესი გეგმა ლონდონის ოლიმპიადას უკავშირდება, სადაც ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილია ერთი დიდი უსამართლობის აღმოფხვრას შეეცდება - ბრაზილიის ნაკრებს ოლიმპიადა არასოდეს მოუგია.

რა საკვირველია, ეს ყველაფერი პრელუდიაა 2014 წლის მუნდიალისთვის, რომელიც ნეიმარის სამშობლოში გაიმართება.

- ბავშვობაში თუ უყურებდით ოლიმპიურ თამაშებს და თუ შედიოდა თქვენს გეგმებში ლონდონის ოლიმპიადა?

- ოლიმპიადას ხშირად ვუყურებდი და მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს არა. ჩემი ოცნება მუნდიალზე და ოლიმპიადაზე თამაშია. ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება და პლანეტის დიდ სპორტსმენთა გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პერსპექტივაა. ამის გამო ალბათ უდიდეს მოტივაციას ვიგრძნობ ლონდონში.

- საინტერესოა, ფეხბურთელები სხვა სახეობის სპორტსმენებთან თუ იკონტაქტებთ?

- რას ამბობთ, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ლებრონ ჯეიმსს და უსაინ ბოლტს, სხვებსაც. ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთ ფანად მივდივარ, უამრავ ფოტოსაც გადავიღებ და ავტოგრაფებსაც ავიღებ.

- ფიქრობთ, რომ ბრაზილიას ახლა უკეთესი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე წინა ოლიმპიადებზე?

- ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და ახლა ოლიმპიური ოქრო გვსურს. ბრაზილია ყველგან ფავორიტია, მნიშვნელობა არა აქვს რა ტურნირზე თამაშობს ის. კარგი ნაკრები გვყავს, ძალიან პერსპექტიული, დიდი პოტენციალით.

- ამხანაგურმა მატჩებმა რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე, ხართ საბრძოლველად მზად?

- ერთი-ორი მწარე მარცხი ვიგემეთ, 0:2 მექსიკასთან, 3:4 არგენტინასთან. არგენტინელებს ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ და ჩვენ მათ კინაღამ ვაჯობეთ. ახლა ვარჯიშებზე რამდენიმე დეტალის დახვეწა გვმართებს.

- ალბათ ამ ოლიმპიადაზე თქვენზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მზად ხართ?

- ვფიქრობ, ნაკრებში ყველა საჭირო ფეხბურთელია და ყველა მნიშვნელოვანი. ჩვენ 18-ივეს გვმართებს ერთად დგომა და გუნდური თამაში, რათა წარმატებას მივაღწიოთ.

- ამხანაგური მატჩებისას პირველად მოგიწიათ ბრაზილიიდან ამდენი ხნით გასვლა, არის დიდი სხვაობა?

- საზღვარგარეთ უფრო მეტი ხალხი მცნობს ქუჩაში. მოედანზე უფრო მეტ ყურადღებას მითმობენ მეტოქეები და თავის გამოჩენაც უფრო ჭირს, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მივეჩვიო და გუნდისთვის ვიმუშავო.

- ტვიტერით აღფრთოვანებულმა მიულოცეთ ანდრეს ინიესტას ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა. ტურნირს თუ უყურეთ და რა შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონატმა თქვენზე?

- ისეთივე მაღალი დონის გამოდგა, როგორც მუნდიალი. მხოლოდ ორი რამ აკლდა ევროს: ჩვენ და არგენტინის ნაკრებები. ესპანეთის ნაკრები ძალიან, ძალიან ძლიერია.

- ხშირად კამათობენ, თქვენს მომავალზე, რა სჯობს კარიერისთვის, ახლავე ევროპაში წასვლა თუ მოცდა?

- ევროპაში სულ სხვა ფეხბურთია, ბრაზილიაში - სხვა. ევროპულ ფეხბურთს რომ შეეგუო დრო და შრომაა საჭირო.

- სხვა მოქმედი ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონთ?

- ძალიან მომწონს ინიესტა, ის სენსაციური ფეხბურთელია. კრიშტიანო რონალდოც ძალიან კარგი ფეხბურთელია და მიყვარს მესუთ იოზილის თამაშიც ყურება. გერმანელის დიდი ფანი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად