9 ივლისს ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში ჯონ ტერის პროცესი დაიწყო
9 ივლისს ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში ჯონ ტერის პროცესი დაიწყო.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" 31 წლის კაპიტანი შარშანდელი 23 ოქტომბრის შემდეგ "ქუინზ პარკის" ცენტრალური მცველის, ანტონ ფერდინანდის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფაშია ეჭვმიტანილი.

პრესაში ამბის გახმაურების შემდეგ საქმის გამოძიება თავის თავზე პოლიციამ აიღო და ფეხბურთელს ბრალდება წაუყენა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ბრალდებას, რასაკვირველია, არ ეთანხმება. მაქსიმალური სასჯელი, რაც ჯონს ემუქრება, 2,5 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმაა.

ტერი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ აღნიშნული თანხა არ დააკისრონ, არამედ, უპირველესად, თავისი რეპუტაციისთვის. მისთვის ცხადია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საფეხბურთო ასოციაციას ხელ-ფეხს გაუხსნის, რათა მას პრემიერლიგაში დისკვალიფიკაცია მისცეს ან ეროვნულ გუნდში თამაში აუკრძალოს. ელოდებიან, რომ მოსამართლის ვერდიქტი პარასკევს გახდება ცნობილი.

პროცესი სახელმწიფო ბრალმდებელ დანკან პენის მიჰყავდა. პროკურორმა დაზარალებული დაკითხა. როგორც ირკვევა, გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როცა ქუინზპარკელმა ჩელსელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რამაც უკანასკნელი ძალიან გააბრაზა.

აი, როგორ წარიმართა საუბარი პენისა და ფერდინანდს შორის. ბუნებრივია, მკითხველისადმი პატივისცემის ნიშნად ცენზურას ვიცავთ.

დანკან პერი: რა გიწოდათ (ტერიმ)?

ანტონ ფერდინანდი: მან დამიძახა შე შავო ...ო!

დ.პ: თქვენ რა გააკეთეთ?

ა.ფ: საპასუხოდ მეც ... ვუწოდე.

დ.პ: შემდეგ?

ა.ფ: შემდეგ გააკეთა ჟესტი, რომლითაც აშკარად უნდოდა ეთქვა, რომ მე სუნი ამდიოდა.

დ.პ: შემდეგ?

ა.ფ: მე ვუთხარი, შენ მე ... როგორ მიწოდებ, როცა თანაგუნდელის ცოლთან იწექი-მეთქი.

მოსამართლემ ვიდეოგამეორების ნახვა ისურვა. ფირი მას წინდაწინ "სქაი სპორტსმა" გაუმზადა, თანაც, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული კადრებით.

ზუსტად იმ მომენტში, როცა ფერდინანდის ვერსიით, ჯონ ტერიმ მას შავი ... უწოდა, "ჩელსის" კაპიტნის ტუჩებს ეშლი კოულის თავი ეფარება.

შესაბამისად, რა თქვა ფეხბურთელმა, ამის გარჩევა შეუძლებელი ხდება. "დეილი მეილის" ჟურნალისტი და დამსწრე საზოგადოება შოკირებული დარჩა საქმის განხილვის დროს ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზებით.

სასამართლოს სხდომამდე ანტონის უფროსმა ძმამ რიო ფერდინანდმა "ტვიტერზე" ფილმ "მატყუარა, მატყუარას" (მთავარ როლში ჯიმ კერი) ლინკი დადო.

ჩვენების მიცემის დროს თავად ანტონი აშკარად ნერვიულობდა და ცდილობდა, ოჯახის წევრებისთვის თვალი არ მოეშორებინა, თითქოს მათგან მხარდაჭერას ელოდებოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ტერის ადვოკატის, ჯორჯ კარტერ სტივენსონის თქმით, ჯერჯერობით მან ბრალდების ყველა მტკიცებულება გააბათილა.

"დეილი მეილის" მიხედვით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brrr
ეს დეილი მაილი რო არ იყოს რა გეშველებოდათ:))
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს