ავსტრალიელი პილოტი კარიერას ავსტრიულ საჯინიბოში გააგრძელებს
მარკ უებერი 2013 წელსაც გააგრძელებს გამოსვლას "რედ ბულში".

10 ივლისს ავსტრიულმა საჯინიბომ დაადასტურა კონტრაქტის გაგრძელება ავსტრალიელთან, რითაც წერტილი დაუსვა "ფერარიში" მის სავარაუდო ტრანსფერზე ჭორებს.

"რედ ბულში" 2007 წლიდან გამოვდივარ და აქედან მოყოლებული ცხრა გამარჯვება მოვიპოვე. დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები.

კარგად ვიცნობ ამ გუნდს. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს: წლების განმავლობაში ერთად ვიზრდებოდით და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაა.

გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა ყველა მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას და ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რბოლების მოგება. ძალიან კარგია, რომ ეს განცხადება სილვერსტოუნში მოგების შემდეგ გაკეთდა. მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა ყოველ რბოლაში და შემდეგ სეზონშიც", - განაცხადა მარკ უებერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად