ტურ დე ფრანსი დროზე განცალკევებითი რბოლით გაგრძელდა
ტურ დე ფრანსი დროზე განცალკევებითი რბოლით გაგრძელდა. მეცხრე ეტაპს ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. პირველ რიგში, ყველას აინტერესებდა - რამდენად გამართლებულია ამ ტურზე ბრიტანელი ბრედლი უიგინსის ამბიციები.

ეს ველომრბოლელი ეტაპს ლიდერის ყვითელი მაისურით შეხვდა, თუმცა უპირატესობა ტურის მოქმედ ჩემპიონ კეიდელ ევანსთან მხოლოდ 10 წამს შეადგენდა.

წინა ორ სამთო ეტაპზე ევანსმა სცადა უიგინსის პოზიციებზე იერიშის მიტანა, მაგრამ ბრიტანელმა მოიგერია ეს შეტევები. ახლა კი მან მტკივნეული დარტყმა მიაყენა ავსტრალიელ კონკურენტს.

უიგინსმა დროზე განცალკევებით რბოლაში ფანტასტიკური ტემპი აკრიფა. ამაზე მეტყველებს მსგავსი ტიპის რბოლების აღიარებულ ლიდერზე, ფაბიან კანჩელარაზე უდიდესი უპირატესობა. ბრედლიმ შვეიცარიელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს მთელი 57 წამი მოუგო.

ერთადერთი, ვინც უიგინსს ამ ეტაპზე კონკურენცია გაუწია, "თიმ სქაიში" მისი თანაგუნდელი კრისტოფერ ფრუმი იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა უიგინსთან მაინც წააგო 35 წამი. ფრუმმა ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და ამან გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილი მოუტანა.

რაც შეეხება კეიდელ ევანსს, მან ამ ეტაპზე სასტიკი მარცხი იგემა. ავსტრალიელი მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან და მისი ჩამორჩენა უიგინსთან წუთი და 43 წამი იყო. შესაბამისად, ახლა ის გენერალურ კლასიფიკაციაში ბრიტანელთან წუთსა და 53 წამს აგებს.

რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამთო ეტაპია და უიგინსის გამარჯვებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ბრიტანელი ისეთ ფორმაშია, რომ მის ტრიუმფში ეჭვი თითქმის არავის ეპარება. მით უმეტეს, რომ წინ არის კიდევ ერთი დროზე განცალკევებითი რბოლა, რაც ბრედლი უიგინსის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

IX ეტაპი

1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,35; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია, RadioShack-Nissan) - +0,57; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +1,06; 5. სილვენ შავანელი (საფრანგეთი - Omega Pharma-Quick Step) - +1,24; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +1,43; 7. პეტერ ველიტსი (სლოვაკეთი - Omega Pharma-Quick Step) - +1,59; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,07; 9. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა") - +2,08; 10. ანდრეას კლიოდენი (გერმანია - RadioShak-Nissan) - +2,09...

საერთო ჩათვლა

1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +1,53; 3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,07; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,23; 5. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა") - +3,02; 6. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +3,19; 7. მაქსიმ მონფორი (ბელგია - RadioShack-Nissan) - +4,23; 8. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +5,14; 9. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +5,20; 109. ნიკოლას როში (ირლანდია - Ag2r La Mondiale) - +5,29...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო