ზესტაფონელთა მეტოქე სლოვანის "ლიბერეცი" ძლიერი მეტოქე რომ იქნებოდა, ცხადი იყო
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონი ჩეხეთის პირველ გუნდს გაეჯიბრა და 0:1 დამარცხდა.

სლოვანის "ლიბერეცი" ძლიერი მეტოქე რომ იქნებოდა, ცხადი იყო. ფეროელებმაც, ალბათ, სწორი მიმართულება აირჩიეს, ევროსარბიელის წინ ასეთ მოწინააღმდეგეს რომ ეთამაშნენ.

"ზესტაფონის" ვებგვერდის ცნობით, პირველი ტაიმი საქართველოს ორგზის ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ოვონიკოკოს, ჯაბა დვალსა და ლევან შარიქაძეს ჰქონდათ. "ლიბერეცი" კი კონტრშეტევებით ემუქრებოდა "ზესტაფონს" და ფეროელთა მეკარე როინ კვასხვაძეს რამდენჯერმე მოუხდა თავის გამოჩენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე აფციაურმა, დვალმა და ოვონიკოკომ გაანიავეს საგოლე შესაძლებლობა, 72-ე წუთზე კი ლიბერეცელმა იან ბლაჟევმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ზესტაფონმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 72), კობახიძე (თედო გრიგალაშვილი , 80), საჯაია (კაჭკაჭიშვილი, 80), ელიავა, მენთეშაშვილი (სარდალიშვილი, 65), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 72), აფციაური (მუჯირი, 65), შარიქაძე (რაჟამაშვილი, 80), ოვონიკოკო, დვალი.

ფერიმ ავსტრია ჩეხურად დაასრულა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" 21 წლის ცენტრალური მცველით გაძლიერდა

"ზესტაფონი" რუმინულ გრანდთან უგოლო ფრეს დასჯერდა

შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის

"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში

ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ

ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

დუდუ
იქ როტ ვაისის "ერფურტი" ეწერა, აქ სლოვანის "ლიბერეცი" წერია! :)) რა გჭირთ? :)) ცოტა მეტი პროფესიონალიზმი მოგეთხოვებათ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"