ყაზახეთში გუსმან კასანოვის 22-ე საერთაშორისო მემორიალში 19 წლის ქართველმა მორბენალმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
ერთადერთი ქართველი მძლეოსანი ბაჩანა ხორავა (მწვრთნელი ანდრო ბედუკაძე) მონაწილეობდა ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში გუსმან კასანოვის 22-ე საერთაშორისო მემორიალში.

17 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში. სპრინტერულ დისტანციებზე 19 წლის ქართველმა მორბენალმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა: 100 მეტრზე 10.89 წამით დაიკავა მეორე ადგილი - 0,28 წამით მასპინძელმა ვოლოდინმა აჯობა.

200 მეტრი ჩვენებურმა 21,77 წამში დაფარა და კვარცხლბეკზე აქაც მეორე იყო - მხოლოდ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა ირანელმა (20,84) გაუსწრო.

ბაჩანა ხორავამ მძლეოსნობაში ვარჯიში მშობლიურ ჩხოროწყუში დაიწყო ბუთხუზ ხორავას ხელმძღვანელობით. მერე ზუგდიდში რევაზ ბუკია ამეცადინებდა. ბოლო ორი წელიწადია, ანდრო ბედუკაძესთან იმაღლებს ოსტატობას.

დიდ სარბიელზე პირველ წარმატებას 2010 წელს მიაღწია - მოსკოვის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო 100 მეტრზე რბენაში, მერე თანატოლებს ორჯერ აჯობა აზერბაიჯანის ღია პირველობებზე სპრინტერულ დისტანციებში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა წლეულს ალმათიში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირზე 100 მეტრი ყველაზე სწრაფად გაირბინა.

- მართალია, პირად შედეგებს ხშირად ვაუმჯობესებ და მედლებსაც ვიხვეჭ, თუმცა მიღწეულით უკმაყოფილო ვარ, რადგან უმთავრესი ვერ შევძელი - ახალგაზრდებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის საგზური ვერ მოვიპოვე.

არადა, ორჯერ ახლოს ვიყავი მიზანთან - სალიცენზიო ნორმატივების შესასრულებლად ცოტა დამაკლდა.

ეროვნულ სტადიონზე 100 მეტრი 10,75 წამში გავირბინე, მაგრამ საგზურის მოსაპოვებლად 0,1 წამი არ მეყო.

ახლახან ყაზახეთში პირქარმა შემიშალა ხელი და ბარსელონასთვის განკუთვნილ ნორმატივს 0,22 წამით ჩამოვრჩი, - მითხრა ბაჩანამ "დინამო-არენაზე" ვარჯიშის შემდეგ.

- მონდომებული ყმაწვილია, მუყაითი, ყველა დავალებას დაუზარებლად ასრულებს, - მითხრა ბატონმა ანდრომ. - ამიტომ მჯერა, რომ ბაჩანა მნიშვნელოვან ტურნირებზე არაერთხელ გვასახელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა