მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში და პირველი სტუმრობა მამისეულ ლესაში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში წლების წინ თემურ პატარაია მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა.

სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთში წასულიყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მან მოსკოვში მომავალი მეუღლე გაიცნო და იქვე დარჩა საცხოვრებლად. ჰყავს 16 წლის შვილი გიორგი, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ის უკვე აღიარებული სპორტსმენია. ტანვარჯიშში 12 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის.

"მისი ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. ვარჯიშები, კვების სპეციალური რაციონი, უცხოეთში შეჯიბრებებზე სიარული საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ქართველი ასეთ დიდ წარმატებას აღწევს" - გვითხრა ბატონმა თემურმა.

"ლელოს" გიორგი და მისი მშობლები მოსკოვური ცხოვრების შესახებ და წარმატებებზე ესაუბრნენ.

თემურ პატარაია, გიორგის მამა:

- სოფელ ლესაში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც აქ დავამთავრე. შემდეგ მოსკოვში წავედი, იქვე შევქმენი ოჯახი. გვყავს ერთი შვილი გიორგი, რომელმაც ტანვარჯიშში 3 წლის ასაკიდან დაიწყო ვარჯიში და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. მისით ძალიან ვამაყობ.

მან თითქმის ყველა დონის შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და წარმატებებს მიაღწია. 3 დღე თბილისში ვიყავით და ძალიან მოეწონა აქაურობა. ლესაც მოეწონა, კარგი სოფელიაო. ნათესავებიც უფრო ახლოს გაიცნო.

რუსეთში სპორტის ამ სახეობას დიდი ყურადღება ექცევა. როდესაც ბავშვები შეჯიბრებებზე მიდიან, გზის ფულის ძებნა და საბუთების მოწესრიგება ოჯახს არ აწევს კისერზე. ყველაფერს შესაბამისი სამსახური აგვარებს.

ჩემი გიორგი იყო ესპანეთში, ბულგარეთში, პოლონეთსა და აშშ-ში. ბუნებრივია, ამდენი საშუალება ჩვენ არ გვექნებოდა, მაგრამ სპორტული სკოლა, სადაც ის სწავლობს, ყველა საკითხს აგვარებს. ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? მინდა, მაგრამ მიშოვით სამუშაოს?! აქ რომ დავრჩენილიყავი, დღესაც თოხი და ბარი მეჭირებოდა ხელში.

იმიტომ წავედი, რომ უკეთესი ცხოვრების პირობები მქონოდა. გიორგის მიწვევებიც ბევრი აქვს, კანადასა და ამერიკაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. ჯერჯერობით არსად არ ვაპირებთ წასვლას, მოსკოვში ვრჩებით.

ქართული ცოტა იცის. ჩემს მეუღლესაც ეხერხება. ის უფრო დეტალურად მოგიყვებათ გიორგის წარმატებაზე, რადგან მის სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. თან, იმ სპორტსკოლის დირექტორის მოადგილეა, სადაც გიორგი ვარჯიშობს.

სვეტა პატარაია, გიორგის დედა:

- ძალიან ლამაზი ქვეყანაა საქართველო. წლების წინათ აქ უფრო ხშირად ჩამოვდიოდით. "პუტიოვკებს" ვიღებდით და ხან ბათუმში ვისვენებდით და ხან - სოხუმში. ცნობილი მოვლენების შემდეგ სოხუმში აღარ ჩავსულვარ, რაზეც ძალიან მწყდება გული.

ქართველებს და რუსებს რა გვაქვს გასაყოფი?! ერთმორწმუნე ერები ვართ, თანაც, მეზობლები და სიამტკბილობით უნდა ვცხოვრობდეთ.

ჩემი შვილი ვარჯიშიდან ღამით ბრუნდება ხოლმე, მაგრამ არ მაქვს შიში, რომ ვინმე გააჩერებს და ეტყვის, რომ შენ ქართველი ხარო და ჩხუბს დაუწყებს. ჩვენთან ჩამოდის სხვადასხვა ეროვნების ხალხი და სამუშაოს იწყებს, ზოგი საცხოვრებლადაც რჩება, ოჯახს ქმნის. ჩემი თემური მაგალითია ამისი.

ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ქართველი მეუღლე მყავს. იმედი მაქვს, რომ დღეს არსებული დაძაბულობა მალე მოიხსნება და ყველაფერი ძველებურად იქნება. გიორგის მწვრთნელი არის ქართველი - ვალოდია გურგენიძე. ძალიან ძლიერი სპეციალისტია, გიორგის პატარაობიდანვე ავარჯიშებს. ამავდროულად, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

გიორგი პატარაია:

- აქაურობა ძალიან მომეწონა და პირობას ვიძლევი, რომ შემდეგი ჩამოსვლისას ქართული უკეთ მეცოდინება.

12-გზის რუსეთის ჩემპიონი ვარ. ასევე, მოვიგე დაღუპული კოსმონავტის - ვოლკოვის საერთაშორისო ტურნირის მთავარი პრიზი. საზღვარგარეთ პირველად 13 წლის ასაკში გავემგზავრე. ეს იყო პორტუგალიის ქალაქი პორტო.

ჩემს მეწყვილესთან ერთად, რომელიც იყო 11 წლის, დავიკავე მეორე ადგილი. პირველი ადგილიც გვეკუთვნოდა, მაგრამ პოლიტიკა ჩაერთო სპორტში და ჟიურის გადაწყვეტილებით, ის ინგლისელს მიაკუთვნეს.

შემდეგ ვიყავი პოლონეთში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. გასული წლის შემოდგომაზე ვიყავი ბულგარეთში და მოვიპოვე მეორე ადგილი. შემდეგ იყო ამერიკა, სადაც გაიმართა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი და იქ გავიმარჯვე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს