8-წლიან გოგონებში უდანაკარგოდ მეწინავეობს ნია დონღვანი, რომელმაც 10 ივლისს ლილე გუმბერიძეს აჯობა
ქუთაისში გრძელდება 8-12 წლის მოჭადრაკეთა ევროპის თასის გათამაშება. 10 ივლისს მე-5 ტურის პარტიები გაიმართა.

8-წლიან გოგონებში უდანაკარგოდ მეწინავეობს ნია დონღვანი, რომელმაც 10 ივლისს ლილე გუმბერიძეს აჯობა.

ლიდერს ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა დიანა ლომაიამ, რომელმაც პირველ ტურში სწორედ დონღვანთან წააგო, შემდეგ კი ზედიზედ ოთხ პარტიაში მიაღწია წარმატებას.

ასევე, 4-4 ქულა აქვთ ლილე გუმბერიძესა და ნადეჟდა ხაჩატრიანს (სომხეთი). ბიჭებში 5 ქულა აქვს ნიკოლოზ კაჭარავას, 4,5 - ნიკოლოზ კევლიშვილს. ექვსმა მოჭადრაკემ 4-4 ქულა მოაგროვა.

10-წლიან გოგონებში 4,5-4,5 ქულით ზეინაბ ისმაილზადა (აზერბაიჯანი) და ანასტასია სიდამონიძე უდგანან სათავეში გათამაშების ცხრილს. 4-4 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს თამარ ესაძე და თამარ ლაგაზაური ინაწილებენ. ამ ასაკის ბიჭებში აზერბაიჯანელმა აბდულა გადიმბაილიმ 5 ქულას მოუყარა თავი. ნახევარი ქულით რუსი არტიომ ტრუბჩანინოვი ჩამორჩება.

12-წლიან გოგონებში ლიდერი ჩვენებურია - ნინო ძალაღონიამ კონკურენტ ნატა ჯიბუტს სძლია და 4,5 ქულა მოაგროვა. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს მარიამ წამალაშვილს. 3,5-3,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებზე გვანცა მარგველაშვილი და სომხები - ანი ივანიანი და მარიამ ავეტისიანი მოდიან.

ბიჭებში 4,5 ქულით ერთპიროვნულად გურამ კოკაია დაწინაურდა. ერთბაშად 5 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს. მათ შორის სამი ქართველია, თითო - რუსი და სომეხი.

11 ივლისს მე-6 ტურის პარტიები გაიმართება.

0,5 ქულა არ ეყო

ფილადელფიაში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი. ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულით მთავარი პრიზი - 12 926 დოლარი ჰოლანდიელმა ივან სოკოლოვმა დაისაკუთრა.

ამდენივე ქულა მოაგროვა ამერიკელმა ალექსანდრ შაბალოვმა, რომელსაც უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი და 12 673 დოლარი ერგო. შვიდმა მოჭადრაკემ, მათ შორის - გიორგი ყაჭეიშვილმა, 6,5-6,5 ქულა მოაგროვა.

თითოეულს 1484-1484 დოლარი ხვდა. მიხეილ კეკელიძეს 6-მა ქულამ მე-16 ადგილი და 636 დოლარი მოუტანა, ხოლო თამაზ გელაშვილი (21-ე), რომელმაც ბოლო ორ ტურში მონაგარს მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა, საბოლოოდ 5,5 ქულით უპრიზოდ დარჩა.

ლიდერებში მხოლოდ მარგველაშვილია

ესპანურ ბენასკეში მოჭადრაკეთა 32-ე საერთაშორისო ტურნირმა 29 ქვეყნის 400-ზე მეტ წარმომადგენელს მოუყარა თავი. მათ შორის - 35 დიდოსტატს.

ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ხუთი მოჭადრაკე მეწინავეობს. ესენი არიან: ჩვენი თანამემამულე გიორგი მარგველაშვილი, ინგლისელი გავან ჯონსი, რუმინელი მიხაილ მარინი, ისრაელიდან - თამირ ნაბატი და დან ზოლერი, რომლებმაც მე-5 ტურში, შესაბამისად, ანხელ არიბასი (ესპანეთი), რენიერ როდრიგეს კასტელანოსი (ესპანეთი), სერხიო გარზა (ესპანეთი), თვან ბურგი (ჰოლანდია) და ჩიბაუთ მაენჰუტი (ბელგია).

ქართველთაგან, მარგველაშვილის გარდა, ტურნირში მონაწილეობენ თორნიკე სანიკიძე და კონსტანტინე შანავა.

მე-5 ტურში სანიკიძე მარიო ხუან გომესს (ესპანეთი) დაუზავდა, ხოლო შანავამ შავი ფიგურებით ალბერტო მარტინს სძლია. ორივე ქართველმა დიდოსტატმა 4-4 ქულას მოუყარა თავი და ლიდერებს თითო ქულით ჩამორჩება.

ესპანეთშივე ქალაქ ბარბერას 35-ე საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობს დიდოსტატი ლევან აროშიძე. 6 ტურის შემდეგ მას 3,5 ქულა აქვს და ლიდერები - მაქსიმ ტუროვი (რუსეთი), ხოსე გარსია გონსალესი (მექსიკა) და დანიელ ალსინა (ესპანეთი) ჩვენებურს 1,5-1,5 ქულით უსწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!