საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს.

სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ზეწოლის შესახებ, საზოგადოებრივი მოძრაობის სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით, სპეციალური მიმართვა შემუშავდა, რომელიც 11 ივლისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაერო-ს, ევროკავშირს, ასევე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

მიმართვაში, რომელიც 11 ივლისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ ბრიფინგზე სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს გააცნო, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზირება მოახდინა და სპორტსმენები არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით, კატეგორიებად დაჰყო. ეს კი სპორტისა და სპორტსმენების ღირსების შელახვას იწვევს.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და მმართველი გუნდით უკმაყოფილო ადამიანების დასაშინებლად იყენებს; სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმები დაუნდობლად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, სპორტსმენებზე ზეწოლის არაერთი გახმაურებული და გაუხმაურებელი, თუმცა დადასტურებული ფაქტი არსებობს, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

მიმართვას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება, ამ ეტაპზე 130-მდე მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი უერთდება. მათ შორის არიან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.

იხილეთ ვიდეო: პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილი სპორტი - ამოცნობილი "ზონდერები" და სპორტსმენი მაჟორიტარები

"ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

interpressnews.ge

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია