გაჯიქებული დენი უელბეკი და ძვირი დიმიტარ ბერბატოვი
"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელმა თავდამსხმელმა ფედერიკო მაკედამ "ეშმაკების" რიგებში კარიერა გადამწყვეტი გოლის ავტორობით დაიწყო.

"ასტონ ვილასთან" შეცვლაზე შესულმა 17 წლის ფეხბურთელმა ბირმინგემელებს გადამწყვეტი დარტყმა აგემა, "იუნაიტედს" კი სამი ქულა და, პრაქტიკულად, განაღდებული საჩემპიონო ტიტული მოუტანა.

მას მერე 3 წელიწადი გავიდა, თუმცა ფედერიკოს სერიოზული პროგრესი არ განუცდია. ამის ახსნა მრავალი მიზეზით შეიძლება: "იუნაიტედში" უზარმაზარი კონკურენცია, ტრავმები და რაც მთავარია, უიღბლობა. თუმცა დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. აპენინელი ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

აი, რას ამბობს ის: "მართლა მოუთმენლად ველით ახალი სეზონის დაწყებას. მშვენიერია, როცა მსოფლიოს კუთხეებს ვსტუმრობთ და ჩვენს გულშემატკივრებს ვეცნობით.

3 წლის წინ, როცა ძირითად გუნდთან ერთად პირველად გავემგზავრე ტურნეში, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ "იუნაიტედი" ასეთი გრანდიოზული კლუბი იყო. მალაიზიაში, ჩინეთში, კორეაში - ფანები ყველგან გვყავდა. მიხარია აქ დაბრუნება.

როცა იჯარით სხვაგან ხარ, მაშინ ყველაზე მეტად გრძნობ, რა ბედნიერებაა ამ გუნდში თამაში. შარშან სეზონი თითქმის მთლიანად ჩავაგდე. "ქუინზ პარკში" სერიოზული ტრავმა მივიღე, თუმცა დღეს თავს უკვე კარგად ვგრძნობ. მომდევნო სეზონი ჩემთვის გადამწყვეტი იქნება ბევრი თვალსაზრისით".

უელბეკი არ თანხმდება

დენი უელბეკმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ახალი, გაუმჯობესებული 4-წლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ იანვარში მოითხოვა კატეგორიული ტონით, რაზეც სერ ალექს ფერგიუსონისგან მკვახე პასუხი მიიღო.

"მანკუნიანელებმა" 21 წლის თავდამსხმელს კვირაში 15 ათასი ფუნტიდან ხელფასის 40 ათასამდე გაზრდა შესთავაზეს, მაგრამ უელბეკი დამატებით 20 ათასს ითხოვს.

დენის უფროსი ძმა კრის უელბეკი (შეთავსებით მისი აგენტი) მიიჩნევს, რომ შარშან გატანილი 12 ბურთითა და ინგლისის ნაკრებში დამკვიდრების შემდეგ დენი იმსახურებს იმას, რასაც კლუბისგან ითხოვს.

"ეშმაკების" თავკაცი ასე არ ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მხარეთა შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, შეთანხმება დღემდე ვერ ხერხდება. ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2013 წლის 1 ივლისს ეწურება.

ბერბატოვი არავის უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" 31 წლის ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონის წინ აპირებდა "ოლდ ტრეფორდის" დატოვებას, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხა.

მთელი წლის განმავლობაში იწერებოდა, რომ ვეტერანი "იუნაიტედს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებდა, მაგრამ... გავიდა ხანი და ფეხბურთელმა გუნდთან ერთად მორიგი სეზონისთვის დაიწყო მზადება.

ისე, გასაკვირი არაფერია, რადგან თავის დროზე 30,8 მილიონ ფუნტად ნაყიდი თავდამსხმელის გაყიდვას ფერგი 10-ზე ნაკლებად არ აპირებს. პრაქტიკულად, ორი წლის უთამაშებელ თავდამსხმელში კი აღნიშნულ თანხას არცერთი კლუბი არ გადაიხდის, რომლის ხელმძღვანელობასაც ჭკუა მოეკითხება.

"დეილი მირორი" წერს, რომ "მალაგა" და "ლევერკუზენი" ბერბას სიამოვნებით წაიყვანენ, ოღონდაც "ეშმაკებმა" მადა უნდა დაიოკონო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა