"ჩელსის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა სრულფასოვანი ვარჯიშები განაახლა
"ჩელსის" 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გარი კეჰილმა სრულფასოვანი ვარჯიშები განაახლა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიიღო. შემდეგ მომჯობინდა და "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა კიდეც, როი ჰოჯსონმა კი გარის სანაკრებო შეკრებაზე უხმო.

კეჰილი მშვენიერ ფორმაში გახლდათ, თუმცა ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დრის მერტენსმა ხელი ჰკრა, ჯო ჰარტს დაეჯახა და ყბის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

ექიმებმა ფეხბურთელი შეკრებიდან უმალ გაათავისუფლეს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარი ისევ მწყობრშია.

"ტრავმის გამო ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, თუმცა ახლა უკვე ყველა პრობლემა მოგვარებულია. ექიმებმა რამდენიმე მეტალის ფირფიტა ჩამიდგეს დამტვრეული ძვლების მაგივრად, რათა ყბა უძრავად მქონოდა დაჭერილი. ასე მთელი ორი კვირა გავატარე.

მთელი ეს დრო მხოლოდ მსუბუქ საკვებს ვიღებდი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდე," - უთხრა ფეხბურთელმა "ჩელსის" ვებგვერდს.

ბენაიუნი შეიძლება დარჩეს

თუკი რობერტო დი მატეო მოისურვებს, იოსი ბენაიუნს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ მომდევნო საფეხბურთო წელიწადი "ჩელსიში" გაატაროს.

მოგეხსენებათ, 32 წლის ნახევარმცველმა 2011/12 წლების სეზონი "არსენალში" გაატარა, სადაც ის, პრაქტიკულად, მთელი სეზონი კარგად თამაშობდა. ვენგერმა მისდამი ნდობა მხოლოდ სეზონის მიწურულს დაკარგა. ებრაელ შუახაზელს ყველაზე მეტად რატომღაც "ემირიტსზე" დაბრუნება არ სურს.

"ჩემი წასვლის შემდეგ "ჩელსიში" ბევრი რამ შეიცვალა. ვილაშ ბოაშმა არ გაამართლა, რობიმ კი დანიშვნისთანავე შეძლო გუნდის გამოღვიძება და როგორც ნახეთ, მათ სეზონი ტრიუმფალურად დაასრულეს," - აცხადებს ბენაიუნი.

რომეუ ბლაუგრანას სამიზნეში

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველი ორიოლ რომეუ ამტკიცებს, რომ მან არაფერი იცის "ბარსელონასა" და "ჩელსის" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და ის ლონდონური კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

20 წლის საყრდენი ნახევარმცველი სწორედ "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილია და "სტემფორდ ბრიჯზე" შარშან აგვისტოში გადავიდა სათამაშოდ.

მას თითქმის ბრმად ენდობოდა ანდრე ვილაშ ბოაში, დი მატეოს ხელში კი სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. აპენინელის დროს ის იშვიათად და ისიც შეცვლებზე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად