ესპანეთში ჯერ წვრილ-წვრილი ტრანსფერების დროა
ესპანურ პრიმერაში კვლავ ხორციელდება წვრილ-წვრილი ტრანსფერები, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

ვაკასოს კატალონიური შანსი

"ესპანიოლით" დავიწყოთ. ამ ბარსელონურმა კლუბმა "ვილიარეალისაგან" 21 წლის განელი ნახევარმცველი ვაკასო მუბარაკი შეიძინა.

კატალონიელებს ეს გარიგება ძვირი არ დაჯდომიათ - სულ რაღაც 300 ათასი ევრო. ვაკასომ "ალბიასულესთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

2008 წლამდე ვაკასო სამშობლოში, "აშანთი გოლდში" გამოდიოდა, შემდეგ კი დაიწყო ესპანური კარიერა - ჯერ იყო "ელჩე", სადაც მუბარაკმა 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ ამდენი ხანი ვერ გაძლო ვალენსიურ გუნდში - 2011 წლის დასაწყისში დისციპლინის რამდენჯერმე დარღვევის გამო ვაკასოს კარისკენ მიუთითეს, ის "ელჩედან", უბრალოდ, გააგდეს.

აფრიკელი მეორე ვალენსიურმა კლუბმა, "ვილიარეალმა" შეიფარა, ოღონდ სარეზერვო შემადგენლობაში. ვაკასოს დებიუტი ლა ლიგაში მალევე შედგა, თუმცა პირველ გუნდს ის უფრო გასულ სეზონში გაუშინაურდა, როცა "ვილიარეალის" მაისურით 17 მატჩი გამართა. ვაკასო მუბარაკი განის ნაკრებში ჯერ არ მიუწვევიათ.

ჩაძირული ნავიდან გაქცეულნი

გავარდნილმა "ვილიარეალმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა - 24 წლის დანიელი ფორვარდი ნიკი ბილე ნილსენი.

დანიელმა სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ელჩეში" გაატარა, "რაიო ვალეკანოში" გადასვლის შესახებ კი თავად დაწერა "ტვიტერზე".

"მომავალ სეზონს ლა ლიგაში ვითამაშებ. შემიძლია გამოვაცხადო, რომ "რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელი ვარ".

ჯერჯერობით კლუბს ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, მაგრამ ფაქტია, ნილსენმა "ტვიტერზე" ფოტოც დადო.

ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია, ნიკი ბილე ნილსენი "რაიო ვალეკანოს" მეორე შენაძენად ჩავთვალოთ. პირველი კი 24 წლის გარემარბი ხოსე კარლოსია.

ეს ფეხბურთელი "სევილიადან" შეიძლება გახსოვდეთ, შარშანდელი სეზონი კი მან ათენის აეკ-ში გაატარა (4 გოლი). ხოსე კარლოსმა შარშან თბილისის "დინამოს" გაუტანა გამარჯვების გოლი ათენში.

"ვილიარეალის" კიდევ ერთი დანაკარგი ჯონათან დე გუზმანია, კანადის მოქალაქე ჰოლანდიელი. ყოფილ ფეიენოორდელს კარიერა მას მერე აეწეწა, რაც "მალიორკადან", სადაც ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, "ვილიარეალში" გადავიდა.

გასულ სეზონში დე გუზმანი იმასაც კი ჩიოდა, "ვილიარეალის" ახალი მწვრთნელი პირადად არ მიცნობსო. აი, ასეთი დატანჯული 24 წლის ნახევარმცველი აიყვანა იჯარით პრემიერლიგის "სუონსი სიტიმ".

"ყოველ უქმეებზე ვუყურებდი პრემიერლიგას და "სუონსიმ" ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

განსაკუთრებით, მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. მიხარია, რომ ისევ მიქაელ ლაუდრუპთან მომიწევს მუშაობა", - განაცხადა დე გუზმანმა.

პაულაუ კარგია, მაგრამ ირინეი?

"ბეტისმა" "სენტ ეტიენის" 30 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პაულაუ სანტოსი ჩაიგდო ხელში. პაულაუმ სევილიურ კლუბთან 2015 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება და კიდევ ერთ სეზონს დაამატებს, თუკი 2015-ში მოისურვებს.

პაულაუ ახალი სახე არაა "ბეტისში". შარშან ის იჯარით თამაშობდა ესპანურ კლუბში (17 თამაში). "სენტ ეტიენთან" ბრაზილიელს ხელშეკრულება 2014 წლამდე ჰქონდა, მაგრამ მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაარღვიეს.

მეორე ბრაზილიელი და მეორე სანტოსი - ირინეი კი "ბეტისმა" ვერ შეინარჩუნა - "ბეტისის" კაპიტანმა კლუბი გამოიცვალა - ისევ ანდალუსიაში, ოღონდ "გრანადაში" გადაბარგდა. ირინეი სანტოსმა სამი სეზონი ითამაშა "ბეტისში", ხელშეკრულების გაგრძელება კი აღარ ინება. "გრანადამ" კიდევ ორი ფეხბურთელი წარადგინა: ბრაიან ანგულო და ხუანმა ორტისი.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

5 ივლ ენეკო სატრუსტეგი ოსასუნა ნუმანსია იჯარა

5 ივლ ლუის გარსია სარაგოსა ტიგრესი იჯარა

5 ივლ ემილიო არმენტეროსი (არგ) სევილია ოსასუნა თავ. აგენტი

5 ივლ რუბენ მინიო ბარსელონა II მალიორკა თავ. აგენტი

5 ივლ ხოსე კარლოსი აეკ ვალეკანო თავ. აგენტი

5 ივლ ბორხა ვიგერა სოსიედადი ალავესი თავ. აგენტი

5 ივლ პაკო მონტანიესი ალკორკონი სარაგოსა 0,5 მლნ. ევრო

6 ივლ ფრანკო სუკულინი (არგ) ჰოფენჰაიმი სარაგოსა თავ. აგენტი

6 ივლ ნაჩო ზაბალი ოსასუნა უესკა იჯარა

6 ივლ დავიდ ბარალი სპორტინგი ორდუ 3 მლნ ევრო

6 ივლ პედრო რიოსი ხეტაფე ლევანტე თავ. აგენტი

6 ივლ დანი გარსია სოსიედადი ეიბარი იჯარა

6 ივლ გონსალო კასტელანი (არგ) ვილიარეალი გოდოი კრუსი თავ. აგენტი

7 ივლ კეილორ ნავასი (კ.რიკა) ალბასეტე ლევანტე 0,2 მლნ. ევრო

7 ივლ სამუელ ლორკა ერკულესი სელტა 0,45 მლნ. ევრო

8 ივლ არმანდო ლოსანო ბარსელონა II ვერაკრუსი თავ. აგენტი

8 ივლ ალვარო გონსალესი რასინგი სარაგოსა 1 მლნ. ევრო

8 ივლ სეიდუ კეიტა (მალი) ბარსელონა დალიანი თავ. აგენტი

8 ივლ ირინეი სანტოსი (ბრა) ბეტისი გრანადა თავ. აგენტი

8 ივლ ედინიო (პორტ) მალაგა აკადემიკა იჯარა

9 ივლ იოსეფ ელ-არაბი (მაროკ) ალ-ჰილალი გრანადა 5 მლნ ევრო

9 ივლ პაულაუ სანტოსი (ბრა) სენტ ეტიენი ბეტისი თავ. აგენტი

9 ივლ ბრაიან ანგულო (კოლ) ბალეარესი გრანადა თავ. აგენტი

9 ივლ ხუანმა ორტისი რეინჯერსი გრანადა თავ. აგენტი

9 ივლ კრისტიან ფერნანდესი რასინგი ალმერია თავ. აგენტი

10 ივლ იგორ გაბილონდო ბილბაო ლარნაკა თავ. აგენტი

10 ივლ ჯონათან დე გუზმანი (კან) ვილიარეალი სუონსი იჯარა

10 ივლ ადრიან სარდინერო ხეტაფე ერკულესი თავ. აგენტი

10 ივლ ალბერტო ესკასი ხეტაფე ერკულესი თავ. აგენტი

10 ივლ ნიკ ბილე ნილსენი (დან) ვილიარეალი ვალეკანო თავ. აგენტი

11 ივლ დანი კარვახალი რეალი II ლევერკუზენი 5 მლნ. ევრო

11 ივლ დავიდ ლომბანი ხერესი ბარსელონა II თავ. აგენტი

11 ივლ ვაკასო მუბარაკი (განა) ვილიარეალი ესპანიოლი 0,3 მლნ. ევრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"