"კატანიას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მომდევნო სეზონში მაქსი "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს
"კატანიას" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონში მაქსი ლოპესი "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს.

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ მაქსი "მილანის" მესვეურებმა არ გამოისყიდეს, თავად ფეხბურთელს კი სიცილიაზე დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა.

საქმე დაპირისპირებამდე მივიდა და ლოპესს "კატანიას" მთავარი გუნდიდან მოკვეთით დაემუქრნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა - არგენტინელი ფორვარდის დამატების სურვილი "სამპდორიას" მესვეურებმა გამოთქვეს და საქმეც გაიჭრა.

მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს და ყველაფერში უკეთ გავერკვევით:

"გენუური გუნდის მესვეურებმა ჩემი დამატების სურვილი გამოთქვეს, რამაც ძალიან გამახარა. ხელშეკრულება საიჯარო იქნება და თუ ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით თანამშრომლობით, შემდეგ უკვე ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაფორმდება.

"სამპდორია" ყოველთვის მესიმპათიურებოდა და ძალიან მიხარია, რომ შეთანხმება შედგა. დარწმუნებული ვარ, ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დამჭირდება და გულშემატკივრებსაც მალე შევაყვარებ თავს.

ჩემი ინფორმაციით, გენუელებს დიდი მიზნები აქვთ დასახული და იმედი მაქვს, გუნდის წარმატებებში არცთუ მცირე წვლილს შევიტან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...