ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჯორჯ გრემი ამბობს, რომ სანამ მისი ყოფილი გუნდის "არსენალის" კარში მანუელ ალმუნია დგას, ჩრდილო ლონდონელთა თავს კარგი არაფერია მოსალოდნელი
ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჯორჯ გრემი ამბობს, რომ სანამ მისი ყოფილი გუნდის "არსენალის" კარში მანუელ ალმუნია დგას, ჩრდილო ლონდონელთა თავს კარგი არაფერია მოსალოდნელი. მოგეხსენებათ, უქმეებზე "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩთან" 2:3 წააგო და ამ შეხვედრაში ესპანელმა კვლავ "ყლაპა", თან ორჯერ. გრემმა, რომელიც თავის დროზე "მეთოფეებს" ცხრა წლის განმავლობაში წვრთნიდა, განაცხადა:

"ვფიქრობ, აუცილებელია რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ გუნდს, რომელსაც პრემიერლიგის მოგება უნდა ძალიან ძლიერი მეკარე უნდა ჰყავდეს. ალმუნია, რასაკვირველია, კარგი გოლკიპერია, მაგრამ მისი დონისა პრემიერლიგაში ბევრი თამაშობს. "არსენალს" კი კარში განსაკუთრებული კაცი სჭირდება. ვფიქრობ, კლუბმა ახალი მეკარე მხოლოდ ინგლისსა და ევროპაში კი არ უნდა ეძებოს, არამედ მისმა სკაუტებმა მთელი ევროპა უნდა შემოიარონ".

საინტერესოა, რომ შაბათის შეცდომის მიუხედავად "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ალმუნია მისი მთავარი მეკარეა, თუმცა, დასძინა "ამწუთასო" და პრესამ ეს მრავალმნიშვნელოვან ნათქვამად ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალის" მეორე მეკარე პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკია, რომელიც... ასევე ბევრ "ყლაპვაშია" შემჩნეული.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგების შემდეგ ჩრდილო ლონდონელებმა კვირასაც ივარჯიშეს და ორშაბათ დილითაც, შუადღისას კი სერბეთისკენ აიღეს გეზი. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ბელგრადის "პარტიზანთან" აქვთ სათამაშო. ევროშეჯიბრების პირველ ტურში "მეთოფეებმა" პორტუგალიურ "ბრაგასთან" 6:0 მოიგეს, თუმცა "ვესტ ბრომვიჩთან" მარცხის შემდეგ ლონდონელთა რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი აცხადებს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თამაშის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მოუწევთ.

"შემდეგ ტურში "ჩელსისთან" ძალთა მაქსიმალური მობილიზებით დაგვჭირდება თამაში - თქვა რშავინმა - თუმცა, მანამდე ბელგრადში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყეთ და ასევე გვმართებს გაგრძელება. "ჩელსისთან" თამაშისთვის მხოლოდ ამის მერე თუ მოვემზადებით. შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან" ცუდად ვითამაშეთ. ასეთი ფეხბურთი ჩვენ ხელს არ გვაძლევს. ბურთს წარამარა ვკარგავდით. არადა, იმავე ტურში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან" წააგო და მასთან ცხრილში ჩამორჩენის შემცირების დიდებული შანსი გვქონდა".

თუმცა, დავუბრუნდეთ მანუელ ალმუნიას, რომელსაც ჟურნალისტებმა "ყლაპვები" დაუთვალეს და გამოქვეყნეს. ლაპარაკია ყველაზე თვალშისაცემ შეცდომებზე, რომელთა ჩამონათვალსაც ჩვენც შემოგთავაზებთ:

2010, 31 იანვარი

არსენალი-მნჩესტერ იუნაიტედი 1:3

ნანის ჩაწოდებას ალმუნია ცუდ ადგილას დახვდა, ბურთს, რომელიც მისი კარის ბადეში ჩაეშვა თითებიღა შეახო.

2010, 27 მარტი

ბირმინგემი-არსენალი 1:1

მსაჯის წამატებულ წუთებზე ალმუნიამ კევინ ფილიპსის დარტყმული თითებს შორის გაუშვა.

2010, 6 აპრილი

ბარსელონა-არსენალი 4:1

ალმუნიას ლეო მესის დრტყმა ფეხებს შორის უძვრება.

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა