დორტმუნდელთა თავკაცი ძირითად შემადგენლობაში ხშირ როტაციაზე და ძალების შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილებაზე ფიქრობს
დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და წინა სეზონში გერმანიის თასიც მოიგო, რაც ბრწყინვალე წარმატებაა, მაგრამ დორტმუნდელებს გულში დიდ ხინჯად აქვთ ჩარჩენილი ის, რომ ჩემპიონთა ლიგაში სასტიკად შერცხვნენ - შეგახსენებთ, BVB ჯგუფში ჩარჩა.

იმისათვის, რომ მომავალ სეზონში ასეთი რამ აღარ განმეორდეს, დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი ძირითად შემადგენლობაში ხშირ როტაციაზე და ძალების შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილებაზე ფიქრობს.

საფეხბურთო გერმანიაში "როტაციის მეფედ" ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევა (ახლა შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელია), რომელმაც ასეთი მიდგომით გერმანულ კლუბებს ("დორტმუნდი", "ბაიერნი") 7-ჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, 3-ჯერ თასი და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

"შარშან და შარშანწინ მოკლე სათადარიგოთა სკამი გვქონდა. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ამბიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩემპიონთა ლიგაში განცდილმა ფიასკომ კი მიმახვედრა, რომ უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვჭირდებოდა.

როცა ერთი ფორმაში არ იქნება, ან ტრავმა ექნება, ანაც დისკვალიფიკაცია, იგი მეორემ ღირსეულად უნდა შეცვალოს და ა.შ. ჩვენ უკვე შევძელით ღირსეული ალტერნატივების გადმობირება და ახალ სეზონში ხარისხიანი როტაციის შესაძლებლობა მომეცემა," - აცხადებს კლოპი.

მაგალითი: ნახევარდაცვაში იურგენს მართლაც იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ ორ გუნდს ეყოფოდა: მარიო გიოტცე (20 წლის), მარკო როისი (23), სვენ ბენდერი (23), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (26), ილქაი გიუნდოგანი (21), ივან პერიშიჩი (23), კევინ გროსკროიტცი (23), მორიტც ლაიტნერი (19), ლეონარდო ბიტენკური (18) და სებასტიან კელი (32).

კლოპი ამაყობს: "როცა ერთ კვირაში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, შანსი ყველას მიეცემა და მჯერა, რომ ბიჭები იმედებს არ გამიცრუებენ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად