ლუკაშენკომ აზარენკას სპორტული დამსახურებებისთვის მესამე ხარისხის ორდენი გადასცა
ბელარუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ, რომელიც ამ კვირიდან დაბრუნდა WTA-ს რეიტინგის პირველ საფეხურზე, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს საკუთარი ჩოგანი აჩუქა.

აზარენკამ უიმბლდონზე ნახევარფინალს მიაღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულთან, სერენა უილიამსთან წააგო.

ორშაბათს კი მან კლასიფიკაციაში ჩამოაქვეითა რუსი მარია შარაპოვა.

"შენთვის მთავარია, არ წააგო პირველი სეტი და ისწავლო ძლიერი მოწოდების მოგერიება", - სერენასთან ნახევარფინალი შეახსენა ლუკაშენკომ აზარენკას და თან მესამე ხარისხის ორდენი გადასცა სპორტული დამსახურებებისთვის.

აზარენკა ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრია და ლონდონში იასპარეზებს. ის იქ მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ვიქტორიას დაჯილდოებასთან ერთად, ლუკაშენკომ ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები ლონდონში გააცილა.

"არსებობს მხოლოდ გამარჯვება. მთავარია არა მონაწილეობა, არამედ მოგება. ამას ბელარუსი ხალხის სახელით გეუბნებით", - განაცხადა ლუკაშენკომ სპეციალურ ცერემონიაზე.

ბელარუს სპორტსმენებს 25 მედლის მოპოვება დაუსახეს მიზნად, მათ შორის, ხუთი ოქროსი. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ლონდონში სპორტსმენები, პირველ რიგში, ქვეყნის პრესტიჟისთვის იბრძოლებენ, რომელიც პოდიუმზე დაკავებული ადგილებით იზომება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
ლუკაშენკა _ ევროპის ბოლო დიქტატორი. ბანძი. ოლიმპიადაზე ვერ იქნება:) არ უშვებენ ევროპაში:) აზარენკა კაია:)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა