ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი მერებაშვილი: გასული სეზონი "დინამოსთვის" ყველაზე არასახარბიელო იყო

გიორგი მერებაშვილი: გასული სეზონი "დინამოსთვის" ყველაზე არასახარბიელო იყო

უცხოურ შეკრებაზე გამგზავრების წინ მერებაშვილმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა
დინამოელები ბაკურიანიდან დაბრუნდნენ. სლოვენიაში გამგზავრებამდე გუნდი დიღმის ბაზაზე მოემზადება.

უცხოურ შეკრებაზე გამგზავრების წინ გუნდის ოფიციალური ვებგვერდი გიორგი მერებაშვილს გაესაუბრა.

- როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის?

- გასულ სეზონში "დინამომ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე არასახარბიელო სეზონი ჩაატარა.

"დინამოს" მაისურით ვითამაშებ თუ არა, "დინამოს" წარმატება ყოველთვის მახარებს. "დინამოში" დიდი იმედებით დავბრუნდი, თუმცა სეზონი ჩაგვივარდა. ახლა კი ახალი სეზონისთვის ვემზადებით. ახალი მწვრთნელი, გუნდში შექმნილი ჯანსაღი ატმოსფერო და კარგი განწყობა - ამას ემატება უდიდესი მოტივაცია, ჩვენ, ტრადიციულად, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

გუნდმა მზადების პირველი ეტაპი ბაკურიანში გაიარა, სადაც, ძირითადად, ყურადღება ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმო. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე მუშაობა არ დაგვიწყია.

15 ივლისს კი გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება. იქ კი უშუალოდ სათამაშო სქემის დამუშავება-დახვეწაზე იქნება აქცენტი გაკეთებული.

- ახალ სეზონში ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტად?

- გასულ ჩემპიონატში სამეულში შესულ გუნდებს და მათ დამატებულ გორის "დილას". ვფიქრობ, წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება, ვიდრე გასული გათამაშება იყო.

- შენ წასვლამდე და შენი დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...

- "დინამოში" დაბრუნებულს რადიკალურად შეცვლილი სურათი დამხვდა. ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და დედამიწას შორის.

"დინამოში" ახლა ისეთი პირობებია შექმნილი, ბევრი საშუალო ევროპული დონის გუნდი რომ ინატრებს. ასეთი ბაზით, ალბათ, ვერც გრანდები დაიტრაბახებენ. შესანიშნავი ატმოსფეროა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ - ეს კი ჩვენთვის დიდი სტიმულია. ჩვენი მხრივ, ფეხბურთელებმა საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ და მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ არა მარტო ეროვნულ ასპარეზზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც.

- ბაზაზე დაგებულ მინდვრის ახალ საფარს როგორ შეაფასებდი?

- ფეხბურთელს სავარჯიშოდ, პირველ რიგში, კარგი მინდვრის საფარი უნდა ჰქონდეს. წარმოუდგენელია ფეხბურთში წარმატებაზე იფიქრო და ნორმალური საფარი არ გქონდეს. ეს იგივეა, რომ მოჭიდავემ ტატამის ნაცვლად ასფალტზე ივარჯიშოს.

ჩვენს სტადიონსა და სავარჯიშო მოედნებზე ერთმანეთის იდენტური ბალახის საფარი არის დაგებული. ეს კი ერთობ გაგვიადვილებს დამუშავებული კომბინაციების შესრულებას და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ახალ მწვრთნელთან?

- ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ყველა მწვრთნელს საკუთარი საფეხბურთო შეხედულება და ხელწერა აქვს.

ჯერჯერობით ტაქტიკურ წვრთნებზე არ გადავსულვართ და დუშან უჰრინის საფეხბურთო ფილოსოფიას ბოლომდე არ გავცნობილვართ.

პიროვნულად კი ნამდვილად დადებითი ადამიანია. დუშან უჰრინი ჯერჯერობით ფეხბურთელებს ეცნობა.

ვგონებ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე უფრო უშუალო და გახსნილი იქნება.

- რას ნიშნავს შენთვის "დინამო"?

- ჩემთვის "დინამო" კლუბზე მეტია. აქ პირობებსა და ფინანსურ დაინტერესებაზე არც არის საუბარი. ფეხბურთის მხრივ, სამწუხაროდ, დღეს სერბეთი უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე საქართველო, თუმცა ამ ფაქტორს "დინამოში" დაბრუნებისთვის ხელი არ შეუშლია. თანაც, ბოლო პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე გუნდი, რომელთაც კარგი პირობები აქვთ.

"დინამოში" დაბრუნება ჩემს ოცნებასთანაა დაკავშირებული. "დინამოს" მაისურით საქართველოში, ფაქტობრივად, ყველაფერი მოვიგე, არაერთი ინდივიდუალური პრიზიც მოვიპოვე, თუმცა ერთი ოცნება კვლავ აუხდენელი რჩება - "დინამოს" მაისურით უეფას ტურნირების დასკვნით ეტაპებზე ღირსეულად გამოსვლა მსურს.

გიორგი მერებაშვილი: "დინამოში" მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა